01 დეკემბერი, 2016
ჩვენი დროის 22 წლის მძინარე მზეთუნახავი: გოგო, რომელსაც თვეობით სძინავს
სხვათა შორის, ბეტ გუდიერს უკვე უნივერსიტეტი უნდა დაემთავრებინა და ბავშვის ფსიქოლოგად დაეწყო მუშაობა, მაგრამ მე-17 დაბადების დღეს, 5 წლის წინ ჩაეძინა და მას შემდეგ 6 თვეში ერთხელ იღვიძებს.

ბეტს "კლეინე-ლევინის" სინდრომი დაუდგინეს. მას "მძინარე მზეთუნახავის სინდრომსაც" ეძახიან. ამ იშვიათი დაავადებით ბრიტანეთში დაახლოებით 100 ახალგაზრდა იტანჯება. ის ძირითადად თინეიჯერებს ემართებათ. "მძინარეთა" პერიოდი დაახლოებით 13 წელი გრძელდება. ახალგაზრდები თვეობით აცდენენ სკოლას, მისაღებ გამოცდებს უნივერსიტეტში, პირველ ნაბიჯებს კარიერაში.

სამწუხაროდ, ამ დაავადების მიზეზები ბოლომდე გამოკვლეული არაა. "წინასწარ არასდროს ვიცით,
როდის გაეღვიძება ან
ჩაეძინება ბეტს, - ამბობს დედამისი ჯანი. - შეიძლება ხვალაც გაიღვიძოს... გაღვიძებისთანავე ცდილობს, დროს დაეწიოს. იკეთებს ვარცხნილობას, მეგობრებს ხვდება".

ერთადერთი ადამიანი, რომელიც მუდამ ბეტის გვერდითაა, მისი მეგობარი მამაკაცი, 25 წლის დენია. გოგონამ და დაწყებითი კლასების მასწავლებელმა ბეტის ფხიზლობის პერიოდში გაიცნეს ერთმანეთი და დაახლოვდნენ.

იხილეთ სრულად მარაო.ge-ზე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS