დღეს სოფი ვილი დამოუკიდებელი მომღერალია, თუმცა ერთი პერიოდი თავისივე შექმნილ ჯგუფ
სოფოს წლის განმავლობაში აქვს უამრავი გამოსვლა, ლაივ-კონცერტი, შოუ. მის დატვირთულ გრაფიკში შედის კონცერტები ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, მოსკოვში, კიევში. ხანდახან მშობლიურ საქართველოსაც სტუმრობს და მუსიკის მოყვარულებს სიამოვნებით უზიარებს თავისი სულის ნაწილს.
სოფის პირველი ალბომი საქართველოში ჩაიწერა, სტუდია „ბრავო რეკორდსში“ . მისი ერთ-ერთი ბოლო სიმღერა კი - ფოზიციონ, რომელიც ძალიან დახვეწილ ნამუშევრად მიიჩნიეს, ცოტა ხნის წინ, სოფის ამერიკული ტურნეს შემდეგ, „ფეისბუქზე“ ამერიკელმა მომღერალმა ჯონ ფორტემ შეაქო დიდად. სხვათა შორის, ეს ინგლისურენოვანი სიმღერა სოფოს თანამემამულეებისკენ არის მიმართული, ის ქართველებს „ჩასჩურჩულებს“ , იყვნენ ბრძენები და თავიანთ მწვერვალზე დარჩნენ, ამაღლდნენ ყოველგვარ ბინძურ შეტაკებებზე.
სოფოს ხშირად უწოდებენ „მომღერალ ჩიტს პატარა საქართველოდან“ , ადარებენ ადელს, ასევე ბობ დილანს - „ერთი ყველას წინააღმდეგ, პოეტის დამაჯერებელი ხმით. ჰაერი, რომელიც მუქ ლურჯად იფერება მისი ხმით, მის მიერ დიდი ძველი გიტარის შამანური ტრიალი მაყურებელს აიძულებს, დაჰიპნოზებულივით იჯდეს, სულელური ღიმილით სახეზე. რამდენი სიბრძნეა ამ შავგვრემანი ახალგა-ზრდას სხეულში“ , - სოფოს ასეთი შეფასება ხშირად შეგხვდებათ უცხოურ პრესაში.
სხვათა შორის, სოფოს საქართველოში ყოფნისას კარგი სპორტული კარიერაც ჰქონდა, სიმაღლიდან წყალში ხტომაში თორმეტი წლისამ ჩემპიონატიც კი მოიგო. თუმცა თხუთმეტი წლისას მუხლის ტრავმის გამო სპორტის დატოვება მოუხდა.
დღესდღეობით აქტიურ საქმიანობას აგრძელებს. ბოლოს უკრაინაში ფესტივალზე „ჯაზ კოქტებელზე“ გამოვიდა, სადაც მასთან ერთად კიდევ ერთი ქართველი - ნინო ქათამაძე მონაწილეობდა. წელს დაგეგმილი აქვს გამოსვლები ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე ქალაქში, ზამთარში კი მორიგი ალბომის გამოსაშვებად ემზადება. სოფოს გულით ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.
ჟურნალი „რეიტინგი“