19 ოქტომბერი, 2013
Sophie Villy- ქართველი მომღერალი, რომელზეც მსოფლიო ლაპარაკობს
სოფოს წლის განმავლობაში აქვს უამრავი გამოსვლა, ლაივ-კონცერტი, შოუ. მის დატვირთულ გრაფიკში შედის კონცერტები ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, მოსკოვში, კიევში. ხანდახან მშობლიურ საქართველოსაც სტუმრობს და მუსიკის მოყვარულებს სიამოვნებით უზიარებს თავისი სულის ნაწილს. მას სინამდვილეში სოფო ხუციშვილი ჰქვია. თბილისშია დაბადებული, აქვე აიდგა ფეხი, როგორც მუსიკოსმა, თუმცა წლებია, საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწეობს, ძირითადად - უკრაინაში, და წლებია, მასზე, როგორც მსოფლიო დონის მუსიკოსზე ლაპარაკობენ. სამშობლოში კი სოფოს ცოტა თუ იცნობს.

დღეს სოფი ვილი დამოუკიდებელი მომღერალია, თუმცა ერთი პერიოდი თავისივე შექმნილ ჯგუფ
ბექსთეიჯში უკრავდა. ჯგუფის დაშლის შემდეგ სოლოკარიერა გააგრძელა და მსოფლიოს უვლის კონცერტებით. როგორც თავად ამბობს, ხუთი წლიდან დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა, ათი წლიდან - გიტარაზე, სიმღერებს კი თოთხმეტი წლიდან წერს. პირველი კონცერტი ჩვიდმეტი წლისამ გამართა თბილისის პატარა კლუბში. მაშინ თავის მეგობართან, გიტარისტ ირაკლი მეტრეველთან ერთად უკრავდა. თვრამეტი წლიდან მოღვაწეობს კიევში.

სოფოს წლის განმავლობაში აქვს უამრავი გამოსვლა, ლაივ-კონცერტი, შოუ. მის დატვირთულ გრაფიკში შედის კონცერტები ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, მოსკოვში, კიევში. ხანდახან მშობლიურ საქართველოსაც სტუმრობს და მუსიკის მოყვარულებს სიამოვნებით უზიარებს თავისი სულის ნაწილს.

სოფის პირველი ალბომი საქართველოში ჩაიწერა, სტუდია „ბრავო რეკორდსში“ . მისი ერთ-ერთი ბოლო სიმღერა კი - ფოზიციონ, რომელიც ძალიან დახვეწილ ნამუშევრად მიიჩნიეს, ცოტა ხნის წინ, სოფის ამერიკული ტურნეს შემდეგ, „ფეისბუქზე“ ამერიკელმა მომღერალმა ჯონ ფორტემ შეაქო დიდად. სხვათა შორის, ეს ინგლისურენოვანი სიმღერა სოფოს თანამემამულეებისკენ არის მიმართული, ის ქართველებს „ჩასჩურჩულებს“ , იყვნენ ბრძენები და თავიანთ მწვერვალზე დარჩნენ, ამაღლდნენ ყოველგვარ ბინძურ შეტაკებებზე.

სოფოს ხშირად უწოდებენ „მომღერალ ჩიტს პატარა საქართველოდან“ , ადარებენ ადელს, ასევე ბობ დილანს - „ერთი ყველას წინააღმდეგ, პოეტის დამაჯერებელი ხმით. ჰაერი, რომელიც მუქ ლურჯად იფერება მისი ხმით, მის მიერ დიდი ძველი გიტარის შამანური ტრიალი მაყურებელს აიძულებს, დაჰიპნოზებულივით იჯდეს, სულელური ღიმილით სახეზე. რამდენი სიბრძნეა ამ შავგვრემანი ახალგა-ზრდას სხეულში“ , - სოფოს ასეთი შეფასება ხშირად შეგხვდებათ უცხოურ პრესაში.

სხვათა შორის, სოფოს საქართველოში ყოფნისას კარგი სპორტული კარიერაც ჰქონდა, სიმაღლიდან წყალში ხტომაში თორმეტი წლისამ ჩემპიონატიც კი მოიგო. თუმცა თხუთმეტი წლისას მუხლის ტრავმის გამო სპორტის დატოვება მოუხდა.

დღესდღეობით აქტიურ საქმიანობას აგრძელებს. ბოლოს უკრაინაში ფესტივალზე „ჯაზ კოქტებელზე“ გამოვიდა, სადაც მასთან ერთად კიდევ ერთი ქართველი - ნინო ქათამაძე მონაწილეობდა. წელს დაგეგმილი აქვს გამოსვლები ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე ქალაქში, ზამთარში კი მორიგი ალბომის გამოსაშვებად ემზადება. სოფოს გულით ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
ნიკოლოზ მაცჰავარიანი
სოფო ნუ მოუსმენ გაბორეტებული ადამიანების ჯგროს, მეტყველების უნარი არ გააჩნიათ და მაგ ჯგრომ შენ როგორ უნდა შეგაფასოს, მე ვიცი შენ საიდან დაიწყე და ეხლა სად ხარ ასე რომ შენი წარმატების მჯერა, ძალიან ძალიან მაგრად მიყვარხარ იმედია ეს იცი, ვინმეს თუ გადავაწყდი ისეთს ვისაც მსგავსი გაბოროტებული აზრები აწუხებენ დამიჯერე ჯანმრთელობა შეაწუხებს აუცილებლად, ჩემი უსაყვარლესი და უნიჩიერესიიი ხარ გაიგე შენც და ყველამ.
16:23 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
anonymouss88
გემოვნებაზე არ დაობენ და კიდევ ვინც არ იცნობთ ნუ აკრიტიკებთ . მართალია ამოიღეთ სატაურიდან " ქართველი მომღერალი" ამოიღეთ და შენდეგ დიდი ასოებით ჩაწერეთ იგივე .... ვინც აკრიტიკებს იმის მისამართით შეკითხვა-- და თქვენ რა შეგიძლიათ ????
18:04 / 10-11-2013
გამოხმაურება / 0 /
alan's psychedelic breakfast
გვარი კი არ შეიცვალა ფსევდონიმი თუ გაგიგონიათ რა არის?! აი ეგაა! :)) მაგარი მუსიკოსია ძაან, ლაივში მაქვს მოსმენილი და მაგარია! არა სალომე ქათამაძეა მომღერალი და ეს არა! :))
12:15 / 21-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ბიბი კვაჭაძე
მუსიკა გრძნობაა, სიჩუმეა, ჰარმონიაა, ლექსია, ბგერა და განწყობაა, ჟღერადობა და ვიბრაციაა, დუმილი და სათქმელია, ენაა... ბევრისთვის უცხო ენაა. სოფი, ასეთ მუსიკას რომელსაც შენ ქმნი, საქართველოს არცერთი მუსიკოსი არ ქმნის...შენ განუმეორებელი ხელწერა გაქვს, რაც ყველაზე დასაფასებელია ხელოვნებაში! ამას სხვების გასაგონად ვამბობ, რადგან შენთვის ეს ბევრჯერ მითქვამს :) შენ დიდი მომავალი გაქვს ... მე მჯერა! მიყვარხარ
06:30 / 21-10-2013
გამოხმაურება / 0 /
VILLY- შეიცვალა გვარი აბა რა ექნა, უჭირდათ უკრაინელებს ქართული გვარის გამოთქმა. ამოიღეთ სათაურიდან "ქართველი მომღერალი" ხომ ხედავთ რცხვენია ქართველობა.
03:04 / 21-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS