01 დეკემბერი, 2016
სუპერმოდელმა ირინა შეიკმა ფეხმძიმობის დემონსტრირება საინტერესოდ მოახდინა
ირინა შეიკის ფეხმძიმობის ამბავი ჯერ კიდევ ოქტომბრის ბოლოს გავრცელდა, თუმცა მაშინ ამაზე მოდელს კომენტარი არ გაუკეთებია.

ერთი თვე გახდა საჭირო იმისთვის, რომ საიდუმლო აშკარა გამხდარიყო. რუსი ლამაზმანი Victoria's Secret Fashion Show-ს ერთ-ერთი მთავარი მიწვეული ვარსკვლავი იყო და პოდიუმზე გამოსვლით კიდევ ერთხელ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ შესანიშნავ ფორმაშია, მიუხედავად მისი საინტერესო მდგომარეობისა.

შეგახსენებთ, რომ ტოპ-მოდელი ჰოლივუდელ მსახიობს, ბრედლი კუპერს ხვდება, რომელიც მომავალი ბავშვის მამაა.

ლეა ხიმშიაშვილი



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS