10 წლის ბერონის დასაცავად, დედამისი მელანია ტრამპი გამოვიდა.
აშშ-ს პირველმა ლედიმ სამართლიანობის მიღწევა სასამართლოში გადაწყვიტა. მისი ადვოკატი ოფიციალური განცხადებით გამოვიდა:
"YouTube -ზე განთავსებული ვიდეო ირწმუნება, რომ ბერონი აუტისტია. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ვიდეოზე გაკეთებულია ჰაშთაგი - "არა დაცინვას", თუმცა ვიდეო რგოლი მთლიანად დაცინვაა, მცდარი განცხადებები და შეხედულებები 10 წლის ბიჭზე, რაც მისი და მისი მშობლების გასაღიზიანებლადაა გაკეთებული. ბავშვების ონლაინ მოწამვლა, მათ შორის
მელანია ტრამპის ჯგუფი, ვიდეოს გამავრცელებელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში გადაცემით დაემუქრა, თუ ვიდეოს არ წაშლიდა და ბოდიშს საჯაროდ არ მოიხდიდა.
ჯეიმს ჰანტერის ნიკს ამოფარებულმა ვიდეოს ავტორმა ყველა მოთხოვნა შეასრულა.
" მე მელანია ტრამპის იურისტებს დავუკავშირდი. ვიდეო 24 საათის განმავლობაში წაიშლება და გამოვაქვეყნებ სპეციალურ მიმართვას, მელანიასა და ბერონისთვის ბოდიშის მოსახდელად. მე ვიდეო დაცინვის მიზნით არ გამივრცელებია. ეს დიაგნოზი თავადაც დამისვეს და მას შემდეგ ვმკურნალობ. ასე სხვებს არასდროს მოვექცეოდი" - გამოტყდა ჰანტერი.
მისი თქმით, ეს ვიდეო იმიტომ გააკეთა, რომ დაინახა რა ხდებოდა ბერნერის გარშემო.
" მინდოდა ხალხს მისი "უცნაური" ქცევების გამო დაცინვა შეეწყვიტა და შევეცადე მათთვის ამეხსნა, რომ შესაძლოა ამ "უცნაურობებს" მიზეზი ჰქონდა. მე ტრამპის ოჯახს პატივს ვცემ და მათთვის ზიანის მიყენება არ მინდოდა" - აცხადებს ჰანტერი.
ლეა ხიმშიაშვილი