10 მაისი, 2013
ტომ ფორდი: ''ზარა'' ჩემს იდეებს იპარავს!''
შეუძლებელია, დიზაინერები ამით კმაყოფილნი იყვნენ, მათი კლიენტები ხომ, ადრე თუ გვიან, სვამენ შეკითხვას: რატომ უნდა იყიდონ რაღაც ათასობით დოლარად, თუ ანალოგიური მოდელის შეძენა გაცილებით იაფად შეიძლება? მით უმეტეს, რომ მოდა ასეთი სწრაფმავალია. ცნობილმა მოდელიერმა ტომ ფორდმა დაიჩივლა, რომ მის იდეებს თავხედურად იღებს ''ზარა'' და რომ მისი შთაგონების წყარო რიანაა.

არავისთვის არის საიდუმლო, რომ მას-მარკეტ ბრენდები ბევრ იდეას პოდიუმებიდან ''სესხულობენ'', თანაც წარმოების მოკლე ციკლი იოლად აძლევთ ამის საშუალებას. შეუძლებელია, დიზაინერები ამით კმაყოფილნი იყვნენ, მათი კლიენტები ხომ,
ადრე თუ გვიან, სვამენ შეკითხვას: რატომ უნდა იყიდონ რაღაც ათასობით დოლარად, თუ ანალოგიური მოდელის შეძენა გაცილებით იაფად შეიძლება? მით უმეტეს, რომ მოდა ასეთი სწრაფმავალია და თვით კეიტ მიდლტონსაც კი არ ეთაკილება ''ზარასა'' და ''გაპში'' შემოსვა.

Ratingმაგრამ ტომ ფორდი ვერაფრით ეგუება იმას, რომ მისი ქმნილებების ასლები არაძვირად ღირებული მაღაზიების დახლებზე ჩნდება: ''ეს შეიძლება ეგოისტურად ჟღერდეს, მაგრამ იმ ნივთების უმრავლესობა, რომელსაც ვაკეთებ, - რა თქმა უნდა, თუ გამიმართლა და კარგი რამეები გავაკეთე, - ''ზარას'' მაღაზიებში აღმოჩნდება ხოლმე უფრო ადრე, ვიდრე ჩემს ბუტიკებში. ეს ძალიან არ მომწონს'', - ამბობს დიზაინერი.

არ შეიძლება არ დაიჭირო ამ ფრაზაში ცოტა ბაქიაობაც. მისი მოდელების ''კლონები'' ხომ მხოლოდ იმ შემთხვევაში აღმოჩნდება იმავე ''ზარას'' დახლებზე, თუ ისინი დადებითად შეფასდება და გადაწყდება, რომ მყიდველს აუცილებლად მოეწონება. როგორც ჩანს, ფორდს სურდა კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი თავისი საქმიანი ალღოსთვის.

ბევრმა გააკრიტიკა ფორდის 2013 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონი. ის მთლიანად რიანას სტილით იყო შთაგონებული და მოდურ ჟურნალისტებს ეჭვი შეეპარათ, რომ ტომ ფორდის ბრენდის დახვეწილი კლიენტები პროვოკაციული მომღერალი¬ვით მოისურვებენ შემოსვას. ფორდს ეს არ ეეჭვება.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ანკ
მადლობა თქვას ტომ ფორდმა რა!
21:57 / 15-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS