" საქართველოსთან შედარებით, აქ ბევრად რთულია სამსახურის დაწყება... თუმცა, ვცდილობ, შევძვრე სადმე და ქასთინგებზე ვიარო. უკვე რამდენიმე გადაღებაზე ვიყავი, ერთ-ერთი იყო "დისკავერის", სადაც მკვდარი სხეული ვიყავი. ეგრევე მომკლეს (იცინის). ასევე, ჯეიმს ფრანკოსთან და სხვა ჰოლივუდის ვარსკვლავებთან
- საქართველოში პოპულარობის შემდეგ, მაინც ცხოვრების ნულიდან დაწყება რთული არ იყო?
- კი, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო. რასაც საქართველოში მივაღწიე, ეს ხომ შრომის შედეგი იყო. ახლა კიდევ, ბრახ და თავიდან უნდა დაიწყო. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოცდილება არ იკარგება, ეს ისევ შენია. მუღამიანი და აზარტული უნდა იყო, რომ თავიდან აუწყო ცხოვრებას ფეხი. თამაშებში აზარტული საერთოდ არ ვარ, მაგრამ ცხოვრებას დიდი აზარტით ვუდგები. თან, წელს ბევრად უფრო ნაკლები სტრესი მაქვს. წინა წელს ბვეყნიდან ვერ გამოვდიოდი და ამას ძალიან განვიცდიდი. საბუთებს ვაგროვებდი, ქვეყნის დატოვებისა და მუშაობის უფლება რომ მომეპოვებინა. ახლა კიდევ, როგორც იქნა, გავაკეთე ეს საბუთები და ერთ თვეში ისევ საქართველოში ვიქნები. ასე მგონია, ცარიელი ფურცელი მიდევს წინ და რასაც მინდა, იმას დავხატავ. რას დავხატავ კიდევ, მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული.
- ნუკი, ბევრს ჭორაობენ შენი და ბენის დაშორების შესახებ. რეალურად რა ხდება?
- სიმართლე ის არის, რომ არ დავშორებულვართ. ეგ არის ჭორი და სისულელე, ოღონდ საიდან დაიწყო, არც ვიცი. ალბათ, ვარაუდობენ - ვაი და გაარტყან, მაგრამ ნურას უკაცრავად, მეგობრებო, არ დავშორებულვართ და არც ვაპირებთ... ისევ ისეთ ეიფორიაში ვართ, როგორშიც ვიყავით ახალდაქორწინებულები. ყოველ საღამოს ვიკრიბებით და ვყვებით, რა მოხდა დღის განმავლობაში. საუბარს არ ვაცდით ხოლმე ერთმანეთს (იცინის).
იხილეთ სრულად