ამ საყოველთაოდ განქიქებულ-დაჯიჯგნილი ქალის ირგვლივ ისხდნენ ასევე ცნობილი ქალბატონები და რჩევებს აძლევდნენ, ამხნევებდნენ... იქ გათამაშებული სცენისთვის სახელის
მე აქ სულ სხვა რამ დავინახე: შიში! საზოგადოებრივი აზრის შიში, რომელმაც კაცს არაოფიციალურ ურთიერთობაში გაჩენილ შვილზე უარი ათქმევინა! და ამავე შიშმა ქალი, რომელიც საჯაროდ დაწიხლეს, შოუში მიიყვანა და საკუთარ ტკივილზე მთელი ქვეყნის გასაგონად ალაპარაკა!
რომ ვაკვირდები, ადამიანებს საზოგადოებრივი აზრის უფრო მეტად ეშინიათ, ვიდრე მძიმე ავადმყოფობის ან სულაც... ცოდვის. ადამიანური ეგოიზმი და სიცოცხლის სიყვარული გვაიძულებს ის მოუსვენრობა, რასაც ჩვეულებრივ სინდისის ხმა ჰქვია, ჩავახშოთ. და თუ მთლად ვერ ჩავახშობთ, სულის სიღრმეში მივაყუჩოთ მაინც. ასე მგონია, ადამიანები ამ ხმის მიუხედავადაც კი ბოლომდე კარგად ვერ ვაცნობიერებთ, რა არის ცოდვა: მარადიული სიცოცხლისთვის საშიში "ბუა", მომაკვდინებელი ავადმყოფობა თუ საკუთარ თავთან მუდმივ წინააღმდეგობაში ყოფნა...
საზოგადოებრივი აზრის "აზრზე" კი, მგონი, ყველა ვართ: "ამან ეს თქვა, ამან ის არ იფიქროს, იმან არ დაინახოს, რას იტყვის ხალხი?!" და ა.შ. – აი, ქართული საზოგადოებრივი აზრი ყოფით ენაზე.
იხილეთ სრულად