18 ოქტომბერი, 2013
შორენა ბეგაშვილი: ''გაბოროტებულებო, უსაქმურებო, ტანსაცმელს იმიტომ ვყიდი'' ...
წერეთ წერილები და იძახეთ ძღინკიანი კაბები. არც მე ვარ ჰოლივუდის ვარსკვლავი. მე ვარ შორენა ბეგაშვილი რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში შორენა ბეგაშვილმა თავისი და ევას (ქალიშვილის) ტანსაცმელის და აქსესუარების ფოტოები გამოაქვეყნდა და ერთგვარი აქცია მოაწყო.

შორენას მიზანი ერთ-ერთი მოხუცთა თავშესაფარისთვის დახმარება გახლდათ. შორენას და მისი შვილის კაბების, მაისურების და შარვლების შეძენას, საშუალოდ 50-300 ლარამდე შეძლებდით.

ყველაზე ძვირი, 7000 დოლარი შორენას ბრილიანტის სამეული ღირდა, თუმცა გაიყიდა თუ არა, უცნობია.

მართალია, შემოსული თანხით მსახიობი ქველმოქმედებას აპირებდა, მაგრამ
როგორც ჩანს შორენას ამ ნაბიჯს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა და გაბრაზებულმა სექსიმბოლომ ''ფეისბუქის'' გვერდზე საკმაოდ მკაცრი სტატუსი გამოაქვეყნა.

''გაბოროტებულებო, უსაქმურებო, ტანსაცმელს იმიტომ ვყიდი, რომ ვიღაცას დავეხმარო და არა ჯიბეში ჩავიდო. პირდაპირ ვის მივუტანო ჩემი კაბები, მოხუცებს?

ჰო დარწმუნებული ვარ ურჩევნიათ, ფულის მაგიერ ჩემი შლაპა, თუ უკეთესად შეგიძლიათ თქვენ გააკეთეთ და მერე წერეთ წერილები და იძახეთ ძღინკიანი კაბები.

არც მე ვარ ჰოლივუდის ვარსკვლავი. მე ვარ შორენა ბეგაშვილი და ვეხმარები ამ გზით. მოდით ჩემთან ერთად ორშაბათს და ისე დავეხმაროთ როგორც თქვენ თვლით სწორად'' - წერს მსახიობი.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 48 /
ელენეს
რა აქვს ცუდი ჩადენილი რას ეძახი ცუდს?
00:53 / 19-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლულუ
თუ ზურგში გაფურთხებენ ე.ი. წინ ხარ. არ გაჩერდე შორენაა და არც გაბრაზდე.ვისაც რა შეუძლია იმას აკეთებს,ესენი თუ იფურთხებიან იფურთხონ, ამის მეტი არაფერი შეუძლიათ და რა ქნან.
23:59 / 18-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
გაიხარე შოკა...მაგარი ქალი ხარ...არ მიაქციო ყურადღება უსაქმურთა ბრბოს..შენ ხალხს ძალიან უყვარხარ.....
23:34 / 18-10-2013
გამოხმაურება / 0 /
თამთას
ნეტა შენ როგორ მოიქცეოდი საინტერესოა შორენას ადგილას,ალბატ ბევრი ფული რომ გქონოდა საერთოდ ცხვირს აწევდი მაღლა და არავის შეხედავდი...ისიც მეეჭვება საკმაოდ ძვირიანი არ გეყიდა რამე ნივთი,ხალხის დახმარებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მარა უბედურება ისაა შური რას აგარ გათქმევინებთ შენ და შენნაირებს.
22:53 / 18-10-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფო
ნუ გამოხვედით რა მოსამართლეები! თქვენს თავებს მიხედეთ მართლა უსაქმურებო და ინტერნეტგის ჭია-ღუებო!! ვგიჟდები ამ გოგოზე ყველანაირად და არავის ერთი ადგილის საქმე არ არის რას რატომ და როგორ გააკეთებს! და არ არის თქვენი გასარჩევი ცუდი გააკეთა ბევრი თუ კარგი! გამომივიდნენ აქ ანგელოზები რა
21:51 / 18-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ერ ტ მხრივ გასაგებია რატომაა ასეთი აგრესია შორენას ასეა თუ ისეა მსუბუქი ყოFაQცევიქალი ქვია,მაგრამ ის ხომაა დასაFასებელი რომ არაFრისგან სჰექმნა მისი თაბი და თან ეხლა რაგაც პატარა ცვლილი უნდა შეიტანოს სზვა ადამიანების დახმარების საქმესჰი და ეს კარგი კეთილი საქმეა და უნდა დავაPასოდ და შევაქოთ.გმერთმა დაგლოცოს სჰორენა
20:52 / 18-10-2013
გამოხმაურება / 0 /
შორენა-ს
შორენა, აკეთე შენი საქმე, საერთოდ არ მიაქციო ყურადღება ამ ჭიაღუა ხალხს, ვისთვისაც სილამაზე, სიკეთე და სხვისი ცხოვრება მხოლოდ გამაღიზიანებელი ფაქტორია, რაც არ უნდა აკეთო, სულ, რომ გადაყვე თავზე, მაინც გაგლანძღავენ, ნუ რას იზავ, ცოდოები არიან:)) ელენე-გენაცვალე, შენი გაკეთებული კარგი საქმეები ჩამოთვალე რა, და ნუ ერევი ღმერტის საქმეებში, ვის რას აპატიებს და ვის არა, იქნებ, სწორედ ეს ამპარტავნული პოსტი არ გაპატიოს, რა იცი.......
20:20 / 18-10-2013
გამოხმაურება / 0 /
აუუუუუ
ცუდს რათ უნდა მტრობა კარგია მუდამ მტრიანი.
20:19 / 18-10-2013
გამოხმაურება / 0 /
თეო
ვინც ქველმოქმედებისთვის ადამიანს გაკიცხავს აიი რა ვთქვა აგარ ვიციიი.. რა ქვია ასეთ ადამიანს .. უბრალოდ ძააან სულმდაბალი და საცოდავიაა.. ვამაყობ შენით შორენა
19:52 / 18-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ელენე
ხო... ისე მართალიაა. შორენას ბევრი ცუდი კი აქვს ჩადენილი მაგრამ შეუძლია ამ მცირე წვლილით მოინანიოს და ღმერთიც დაუნახავს. ასე რომ თუ ქართველები ხართ, თუ არ ხართ ღმერთის მოწინააღმდეგე ხალხი, აცადეთ ერთი ქართველიც შეემატოს ქრისტიანობას!!!!
19:29 / 18-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS