18 ოქტომბერი, 2013
შორენა ბეგაშვილი: ''გაბოროტებულებო, უსაქმურებო, ტანსაცმელს იმიტომ ვყიდი'' ...
წერეთ წერილები და იძახეთ ძღინკიანი კაბები. არც მე ვარ ჰოლივუდის ვარსკვლავი. მე ვარ შორენა ბეგაშვილი რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში შორენა ბეგაშვილმა თავისი და ევას (ქალიშვილის) ტანსაცმელის და აქსესუარების ფოტოები გამოაქვეყნდა და ერთგვარი აქცია მოაწყო.

შორენას მიზანი ერთ-ერთი მოხუცთა თავშესაფარისთვის დახმარება გახლდათ. შორენას და მისი შვილის კაბების, მაისურების და შარვლების შეძენას, საშუალოდ 50-300 ლარამდე შეძლებდით.

ყველაზე ძვირი, 7000 დოლარი შორენას ბრილიანტის სამეული ღირდა, თუმცა გაიყიდა თუ არა, უცნობია.

მართალია, შემოსული თანხით მსახიობი ქველმოქმედებას აპირებდა, მაგრამ
როგორც ჩანს შორენას ამ ნაბიჯს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა და გაბრაზებულმა სექსიმბოლომ ''ფეისბუქის'' გვერდზე საკმაოდ მკაცრი სტატუსი გამოაქვეყნა.

''გაბოროტებულებო, უსაქმურებო, ტანსაცმელს იმიტომ ვყიდი, რომ ვიღაცას დავეხმარო და არა ჯიბეში ჩავიდო. პირდაპირ ვის მივუტანო ჩემი კაბები, მოხუცებს?

ჰო დარწმუნებული ვარ ურჩევნიათ, ფულის მაგიერ ჩემი შლაპა, თუ უკეთესად შეგიძლიათ თქვენ გააკეთეთ და მერე წერეთ წერილები და იძახეთ ძღინკიანი კაბები.

არც მე ვარ ჰოლივუდის ვარსკვლავი. მე ვარ შორენა ბეგაშვილი და ვეხმარები ამ გზით. მოდით ჩემთან ერთად ორშაბათს და ისე დავეხმაროთ როგორც თქვენ თვლით სწორად'' - წერს მსახიობი.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 48 /
მზია
რით ვერ მორჩით ამ გოგოს ლანძღვით? იქნებ საკუთარ თავში და გულში ჩაიხედოთ და მიხვდეთ რით ხართ მასზე მეტი რომ აღარ ასვენებთ ამ გოგოს და ცხოვრებას უმწარებთ უაზრო ჭორებით და მისი დამცირებით. რაც არ უნდა გააკეთოს არაფერი მოგწონთ. შორენა ღმერთი შენთან არის შვილო უშეცდომო ადამიანი არ არსებობს და გული არ გაიტეხო. მადლიან საქმეს მოკიდე ხელი და ღმერთმა გაგიმართოს ხელი. მუდამ სიკეთე თესე საე უფრო მოუგებ შენს მტრებს.
15:57 / 19-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ანუკა
თუნდაც არ ჭირდებოდეს, მთავარია არ ყრის და მადლიანი საქმის გაკეთებას აპირებს... ყოჩაღ შორენა, ძალიან კეთილშობილი ქალბატონი ხარ, ღმერთმა მოგცეს ძალა ამდენი ბოროტი ადამიანის მოგერიების... წარმატებები....
15:21 / 19-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიიი
რას ერჩით შორენას? ლამაზია, კაცებს ძალიან მოსწონთ, ამაზე იბოღმებით? ბევრი ქალი ვიცი ქმრიანი, თანაც, საყვარლიანი, მაგრამ რახან ქმარი ყავს, წმინდანია თქვენს თვალში არა? შორენა ქმარს მაინც არ ღალატობს! შორენა, ჩემო კარგო, კარგი გზით მიდიხარ, გაიხარეეეეე!
14:37 / 19-10-2013
გამოხმაურება / 0 /
თამ
სამაგალითო საქმეა. ყოჩაღ შოკა, კარგი რამ მოგიფიქრებია. ლანძღვას ჯობია მივბაძოთ ამ ამბავში
14:24 / 19-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი2
შორენა არ უნდა აყვეს ამ მახინჯ და უსუსურ არსებებს
14:21 / 19-10-2013
გამოხმაურება / 0 /
გრუმ
რა გაუხურეთ ამ გოგოს საქმე, ვის რა დაგიშავათ... სულ თავისთვის რომ უნდოდეს ფული ვისი რა თრაღის საქმეა? წადით რა საკუთარ ბოს მამიდებს მიხედეთ
12:09 / 19-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
კაბები თუ არ გაყიდა ისე ვერ დაეხმარება? აღარ სჭირდება ეს კაბები და ყიდის. ეს სისულელე რამ მოაფიქრებინა? თან უკვირს რომ არ აყვა ხალხი.
12:07 / 19-10-2013
გამოხმაურება / 0 /
anouki
kidev erti, metnaklebad exmaureba am temas magram mainc...:-) nu vtkent ertmanets guls avyia komentarebit... ar mogwons statia, da satauri ar waikitxo,,,, tu ar gevarskvlaveba romelime qartveli `selebriti` ras ilanzgebi,ar gvavs saqartveloshi riana an ledi gaga an tundac monika bekuchi,vinc gvyavs inatze unda ismino da ikitxo,badurashvilze weria begashvilze tu sadunishvilze..... ar waikitxav daaa, ar eyoleba mkitxveli msgavsi shinaarsis statias, shesabamisad agarc daiwereba, ra gaxda bolo bolo es dausrulebeli garcheva da lanzgva ertmanetis da avtorebis.....
02:31 / 19-10-2013
გამოხმაურება / 0 /
anouki
kargit martla xalxo ra gvchirs...:-) mshvenieri idea daebada am gogos da sisruleshic mohyavs.mere ra rom holivudis varskvlavi ar aris, aris xalxi visac moswons da siamovnebit sheizens shorneas kabas, tundac imis gamo rom qvelmoqmedebashi chaertod, midit nu viknebit gaborotebulebi da yvekafershi cuds nu davinaxavt. vacadot ertmanets bedniereba sixaruli da cxovreba ......
02:25 / 19-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა
მე შორენას ადგილზე არ ვუპასუხებდი ამ ავყია ხალხს. ხალხს რომ აყვე გაგაგიჟებენ.
02:09 / 19-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS