18 ოქტომბერი, 2013
შორენა ბეგაშვილი: ''გაბოროტებულებო, უსაქმურებო, ტანსაცმელს იმიტომ ვყიდი'' ...
წერეთ წერილები და იძახეთ ძღინკიანი კაბები. არც მე ვარ ჰოლივუდის ვარსკვლავი. მე ვარ შორენა ბეგაშვილი რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში შორენა ბეგაშვილმა თავისი და ევას (ქალიშვილის) ტანსაცმელის და აქსესუარების ფოტოები გამოაქვეყნდა და ერთგვარი აქცია მოაწყო.

შორენას მიზანი ერთ-ერთი მოხუცთა თავშესაფარისთვის დახმარება გახლდათ. შორენას და მისი შვილის კაბების, მაისურების და შარვლების შეძენას, საშუალოდ 50-300 ლარამდე შეძლებდით.

ყველაზე ძვირი, 7000 დოლარი შორენას ბრილიანტის სამეული ღირდა, თუმცა გაიყიდა თუ არა, უცნობია.

მართალია, შემოსული თანხით მსახიობი ქველმოქმედებას აპირებდა, მაგრამ
როგორც ჩანს შორენას ამ ნაბიჯს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა და გაბრაზებულმა სექსიმბოლომ ''ფეისბუქის'' გვერდზე საკმაოდ მკაცრი სტატუსი გამოაქვეყნა.

''გაბოროტებულებო, უსაქმურებო, ტანსაცმელს იმიტომ ვყიდი, რომ ვიღაცას დავეხმარო და არა ჯიბეში ჩავიდო. პირდაპირ ვის მივუტანო ჩემი კაბები, მოხუცებს?

ჰო დარწმუნებული ვარ ურჩევნიათ, ფულის მაგიერ ჩემი შლაპა, თუ უკეთესად შეგიძლიათ თქვენ გააკეთეთ და მერე წერეთ წერილები და იძახეთ ძღინკიანი კაბები.

არც მე ვარ ჰოლივუდის ვარსკვლავი. მე ვარ შორენა ბეგაშვილი და ვეხმარები ამ გზით. მოდით ჩემთან ერთად ორშაბათს და ისე დავეხმაროთ როგორც თქვენ თვლით სწორად'' - წერს მსახიობი.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 48 /
...ირმა
ღმერთი შეგეწიოს ყველა კარგ საქმეში...გაიხარე და ყურადღებას ნუ მიაქცევ გაბოროტებულ მასას...ლანძღვის ნაცვლად ჯობს თქვენც გააკეთოთ რამე.თუ არ შეგიძლიათ,სხვას დააცალეთ!!!
20:29 / 22-10-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
შორენა, მაგარი გოგო ხარ. შენ არ უყვარხარ "ტრაკში პერო" ხალხს, იმიტომ რომ მათსავით ვაკეში არ დაიბადე, მაგრამ მაგათზე ბევრად წარმატებული ხარ ყველაფერში!
12:12 / 20-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მიმი
არ გაგაბოროტონ ანგელოზო უბრალოდ ფასები არ მოეწონათ როგორც ჩანს და ბოღმას ანთხევენ,უფალი გფარავდეს
11:48 / 20-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუგო
შეეშვით ლამაზი მანდილოსნის ლანძღვას მიხედეთ თქვენ ცხოვრებას შორენა ულამაზესია ჩანულიც და გახდილიც თქვენ იკითხეთ, შორენა სეხ სიმბოლოა ბევრ ჰოლივუდის ვარსკვლავს ჯობიაააა
23:43 / 19-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლევანი
მაგარი ბოღმა ერი ვართ დაიკიდე ყველას აზრი ნუ კიტხულობ საერთოდ უსაქმური და დებილი ხალხის აზრებს შენთან დაკავშირებით, შურთ შენი ხომ იცი, შენ ულამაზესი ხარ და უმშვენიერესი
23:39 / 19-10-2013
გამოხმაურება / 0 /
გეგა
შორენა კარგი გოგო ხარ უბოროტო..გენაცვალე მაგ ეშხიან თვალებში...
21:50 / 19-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მარინა
შორენა ღმერთი შენსკენ, უფალი გფარავდეს
19:26 / 19-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
შორენა ნამდვილად ლამაზი და კარგი ადამიანია. გოგოებო თქვენ თავს მიხედეთ. ასე ძალიან ნუ გშურთ სხვისი. რას გიშავებთ, თავისთვის ცხოვრეობს, არავის არაფერს არ ართმევს, დაანებეთ ტავი. გაიხარე შორენა, ნამდვილად კარგი გოგო ხარ. გისურვებ ყოველივე კარგს.
18:13 / 19-10-2013
გამოხმაურება / 0 /
რუსუდან ჯიქია
შორენა ბეგაშვილის მიმართ აგრესიის გამოხატვა არ ახალია.საკმარისია მან გადადგას რაიმე ნაბიჯი და არ აყოვნებს შეურაცხმყოფელი სიტყვები.მას თავისი ცხოვრება აქვს,ყოველთვის გულწრფელია,შინაგანად სუფთა და საყვარელია.ვინგ მას შეურაცხყოფს,იქნებ, საკუთარ სულში უფრო ღრმად ჩაიხედოს.
17:36 / 19-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ბარბრა
შორენა ძალიან საყვარელი, უბოროტო და კარგი გოგო ხარ! ''დაიკიდე'' და გააგრძელე ცხოვრება!
17:17 / 19-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS