ნიკა ნაყოფიას და ხათუნა სხირტლაძის ქორწილი
2009 წელს ბიზნესმენ კობა ნაყოფიას ვაჟის და "მის საქართველო 2008" ხათუნა სხირტლაძის ქორწილის შესახებ თითქმის მთელი თბილისი ლაპარაკობდა. ნიკამ და ხათუნამ გაცნობიდან 3 თვეში იქორწინეს. "მის საქართველო" მიიჩნევს, რომ გათხოვება ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯი იყო, რომელიც ოდესმე გადაუდგამს.

კობა ნაყოფიამ ვაჟს გრანდიოზული ქორწილი სტამბულში, სასტუმრო "კემპინსკში" გა
ქორწილში უფროსი თაობისთვის მიწვეული იყვნენ "ქართული ხმები", ნანი ბრეგვაძე და სხვა ქართველი მომღერლები. ახალგაზრდების განწყობაზე კი ლეგენდარულმა ჯგუფმა Earth, Wind & Fire იზრუნა. ნიკა და ხათუნა ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობენ და პატარა ბიჭს ზრდიან.
ანასტასია თოფურიძის ქორწილი

ეკა კახიანის ქალიშვილის, ანასტასია თოფურიძის ქორწილი გრანდიოზული იყო. წყვილმა ქორწილი მცხეთაში, ღია ცის ქვეშ გადაიხადა. ქორწილის ორგანიზება ნინი ბადურაშვილმა და ეკა კახიანმა აიღეს საკუთარ თავზე. საღამოს მუსიკალურად ქრისტინე იმედაძე და თაკო გაჩეჩილაძე აფორმებდნენ, რომლებმაც ანასტასია თოფურიძის თქმით, იმდენი იმღერეს, ხუთი დღე ჩახლეჩილი ჰქონდათ ხმა. ანასტასია თოფურიძემ საკუთარ ქორწილში საჩუქრების პარკი დაკარგა. იხილეთ სრულად