24 ნოემბერი, 2016
ცნობილი ქართველების გრანდიოზული ქორწილები: უძვირფასესი კაბები, მსოფლიო დონის მომღერლები და სანდრა და მიშა სტუმრებს შორის
შევეცადეთ იმ ცნობილი ადამიანების საქორწინო ისტორიები გაგვეხსენებინა, რომლებიც განსაკუთრებული სილამაზითა და გამორჩეულობით დაამახსოვრდა სტუმრებს.

ნიკა ნაყოფიას და ხათუნა სხირტლაძის ქორწილი
2009 წელს ბიზნესმენ კობა ნაყოფიას ვაჟის და "მის საქართველო 2008" ხათუნა სხირტლაძის ქორწილის შესახებ თითქმის მთელი თბილისი ლაპარაკობდა. ნიკამ და ხათუნამ გაცნობიდან 3 თვეში იქორწინეს. "მის საქართველო" მიიჩნევს, რომ გათხოვება ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯი იყო, რომელიც ოდესმე გადაუდგამს.

Rating
კობა ნაყოფიამ ვაჟს გრანდიოზული ქორწილი სტამბულში, სასტუმრო "კემპინსკში" გა
დაუხადა. ამბობდნენ, რომ საქართველოდან ორი სპეციალური ჩარტერული რეისით მთავრობის წარმომადგენლები და ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც კი გაემგზავრაო. ხათუნას ქორწილში D&G-ს მიერ შეკერილი კაბა ეცვა. წყვილმა ჯვარი სტამბულში მდებარე მართლმადიდებლურ ტაძარში დაიწერა. ჯვრისწერის ცერემონიალი მამაომ ქართულ ენაზე აღასრულა, მგალობლებმა კი ბერძნულად იგალობეს.

ქორწილში უფროსი თაობისთვის მიწვეული იყვნენ "ქართული ხმები", ნანი ბრეგვაძე და სხვა ქართველი მომღერლები. ახალგაზრდების განწყობაზე კი ლეგენდარულმა ჯგუფმა Earth, Wind & Fire იზრუნა. ნიკა და ხათუნა ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობენ და პატარა ბიჭს ზრდიან.

ანასტასია თოფურიძის ქორწილი

Rating
ეკა კახიანის ქალიშვილის, ანასტასია თოფურიძის ქორწილი გრანდიოზული იყო. წყვილმა ქორწილი მცხეთაში, ღია ცის ქვეშ გადაიხადა. ქორწილის ორგანიზება ნინი ბადურაშვილმა და ეკა კახიანმა აიღეს საკუთარ თავზე. საღამოს მუსიკალურად ქრისტინე იმედაძე და თაკო გაჩეჩილაძე აფორმებდნენ, რომლებმაც ანასტასია თოფურიძის თქმით, იმდენი იმღერეს, ხუთი დღე ჩახლეჩილი ჰქონდათ ხმა. ანასტასია თოფურიძემ საკუთარ ქორწილში საჩუქრების პარკი დაკარგა. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS