17 ნოემბერი, 2016
მელ გიბსონის ამერიკული დრამა ქართულ კინოთეატრებში
‘’Hacksaw Ridge’’, ფილმი, რომელსაც კრიტიკოსები "ოსკარს" უწინასწარმეტყველებენ, 24 ნოემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში გამოჩნდება. ლეგენდარული რეჟისორი და მსახიობი მელ გიფსონი 10-წლიანი შესვენების შემდეგ დიდ ეკრანებზე რეალურ ისტორიას აცოცხლებს. ფილმი ქართველმა ჟურნალისტებმა უკვე შეაფასეს.

ვენეციის კინოფესტივალზე ფილმს 10 წუთის განმავლობაში უწყვეტი ოვაციები ხვდა. ის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის თემას ეხმიანება და ომის სისასტიკე და ადამიანის ღირსეული მხარე იდეალურ სინქრონშია წარმოჩენილი. რეალური ისტორია ამერიკული არმიის მედიცინის მუშაკზე, გულგრილს ვერავის დატოვებს.

დეზმონდ დოსმა დაამტკიცა, რომ ბრძოლა იარაღის გარეშე
შესაძლებელია და მან სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაში თავისი წვლილი შეიტანა. "მამაცი გულის", "აპოკალიპტოს" და "ქრისტეს ვნებანის" შემქმნელი რეჟისორი მორიგი ტრიუმფისთვის და "ოსკარისთვის", ქართველი მაყურებელი კი "ჰაქსოს გმირის" პრემიერისთვის ემზადება.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS