14 ნოემბერი, 2016
ჩემი გასაკეთებელი "ჩემი ცოლის დაქალების" ლუნამ გააკეთა!
ამ რამდენიმე დღის წინ ნახეთ, როგორ ითრია თმით ლუნამ ქერა ლამაზმანი მაიკო "ჩემი ცოლის დაქალებში"? თუ არ გინახავთ, ორი სიტყვით შემიძლია მოგიყვეთ: ლუნა თავზე წაადგა საკუთარ ძმას, "ბიზმესმენ" თენგოს და მის თანამშრომელ მაიკოს, როცა ისინი სამსახურში ერთმანეთს კოცნიდნენ.

იფიქრა: ეს გველი ჩემს ძმას ტვინს აურევსო და მაიკო თმით ითრია. ჯერჯერობით დანამდვილებით გაგვიჭირდება იმის თქმა, რა მოტივი ამოძრავებდა ლუნას: ძმის ოჯახის გადარჩენა თუ თენგოს ფულზე სხვა ქალის მხრიდან კონტროლის მოპოვების საშიშროება, მაგრამ რა მიზეზიც არ უნდა
იყოს, ეს არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია თავად ნაბიჯი და ამ ნაბიჯით გამოწვეული საზოგადოების რეაქცია.

სერიის დამთავრებისთანავე სოციალურ ქსელში გაჩნდა სტატუსები და კომენტარები (მათ შორის, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ქალბატონების სტატუსებიც, ვინც საკუთარ თავზე იწვნია საყვარელი ადამიანის მხრიდან ღალატის ან მიტოვების სიმწარე...), სადაც ქალები ვითომდა ხალისობდნენ სოფლელი ლუნას უხეშ და თავშეუკავებელ საქციელზე, სინამდვილეში კი მათი ამ სახალისო ქილიკიდან მუნკის "ყვირილივით" მესმოდა: "ყოჩაღ, ლუნა, რა მაგარი ხარ! ჩემი გასაკეთებელიც შენ გააკეთე!"

არადა, ლუნას საქციელი ძალიან ბანალური და გაცვეთილი "ტრადიციაა". მე უფრო მაგარი რამეებიც მომისმენია. მაგალითად, თურმე ერთ გოგოს საყვარლის ცოლი სახლში ერთი "მარშუტკა" ხალხით - მეზობლებით და ნათესავებით - მიუვარდა და საჯარო "განკითხვა" მოუწყო... მეორე გოგო სასწავლებლად უცხოეთში გაუშვეს... ერთს მაღაზია გაუხსნეს, ოღონდ მდიდარი ბიზნესმენი "ბიძისთვის" თავი დაენებებინა…. თუმცა, ფულის შეთავაზებაც არანაკლებ ბანალური და მე თუ მკითხავთ, სულელური საქციელია და ხანდახან ძალიან ტეხავს, მით უმეტეს, მაშინ, როცა ზუსტად იცი, რომ კაცი, რომლის გამოც იხდი, ამად ნამდვილად არ ღირს!
იხილეთ სრულად მარაო.ge
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ეთო
ლუნა მაგარია.არ მეთანხმებით? და საერთოდ უმაგრესი სერიალიაააა
21:18 / 19-11-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS