გაზეთ ''პრაიმ ტაიმის'' ინფორმაციით P.S.-ის წამყვანი დავით კიკალიშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ტოვებს და საცხოვრებლად ამერიკაში მიდის. გამოცემა ჟურნალისტის არხიდან წასვლის მეორე ვერსიაზეც წერს, რომლის მიხედვითაც, წამყვანი სწავლის გასაგრძელებლად ლონდონში მიემგზავრება.
''პრაიმ ტაიმი'', ტელეკომპანია "მაესტროზე" მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებითაც წერს. მათი ინფორმაციით, "მაესტროს" გენერალური პროდიუსერი ირაკლი ჩიხლაძე "იმედზე" გადადის და საკვირაო გადაცემას წაიყვანს.