კარგი გრძნობაა და ის შემთხვევა როდესაც სასამართლოს გულწრფელი მადლობა უნდა ვუთხრა"., წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, 2012 წელს ჟურნალისტის ძმა, მიხეილ ჟორჟოლიანი დააკავეს.
მიხეილ ჟორჟოლიანთან ერთად, დააპატიმრეს ნიკა ზუბიტაშვილი - "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" დირექტორის, დავით ზუბიტაშვილის შვილი. დაკავებულებს ბრალად ედებოდათ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა. მიხეილ ჟორჟოლიანი მაშინ მეორედ მიეცა პასუხისგებაში;
პირველად ეს 2010 წლის აპრილში
ძმის დაკავების გამო წლების წინ ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერდა:
"იმიტომ, რომ ბევრი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, იძულებული გავხდი, გამეკეთებინა განმარტება ჩემთვის ძალიან მტკივნეულ თემაზე!!! ჩემი ძმა, ოთხ ადამიანთან ერთად, დააკავეს მარიხუანის (პლანის) უკანონო შეძენა, შენახვა მოხმარების ბრალდებით. დაკავება მცხეთაში მოხდა. სამ პიროვნებას არ ვიცნობ. ერთი ჩემი ძმის მეგობარია. ექსპერტიზის შედეგად, ყველა მათგანს ანალიზში აღმოაჩნდა მხოლოდ მარიხუანა. ჩხრეკის დროს ჩემს ძმას მარიხუანა თან არ ჰქონია. აღნიშნული ნივთიერება იყო ავტომანქანაში, რომელშიც ისინი ისხდნენ. შესაბამისად, იმიტომ, რომ კანონით მარიხუანის შეძენა-შენახვა ისჯება, პასუხისმგებლობა გადანაწილდა ყველაზე. ყველას მიუსაჯეს წინასწარი პატიმრობა და გადაყვანილები არიან გლდანის ციხეში. ჩემი "არტილერიის" მოყვარულებს კიდევ სასიხარულო ამბავი გაცნობეთ, მეგობრებს და გულშემატკივრებს კი სამწუხარო. იმედია ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდეთ. ეს არის ჩემი ბოლო კომენტარი ამ თემაზე. წარმატებებს გისურვებთ ყველას!"