10 ნოემბერი, 2016
გიორგი ვარდოსანიძე ამერიკის არჩევნებზე - ''ამას სჯობდა, მე ავერჩიე. ვიტყოდი, მოგპარავთ რამდენიმე მილიონს და მერე გავქრები - მეთქი''
მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე ხშირად ერთვება ფეისბუქზე ლაივში. ამჯერად ის ამერიკის არჩევნებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება ძალიან ეწყინა.

''როგორც ამბობენ, ტრამპი ბევრ არალეგალს გამოყრის და ეს ძალიან მწყინს, რადგან საქართველოდან ბევრია ამერიკაში საშოვარზე ჩასული. კიდევ ამბობს, რომ ინტერნეტის აკრძალვა სურს. აი, ინტერნეტი რომ გაგვითოშოს, მე კი ავიტან ლაივების გარეშე ცხოვრებას, მაგრამ ...  რატო, რატო მოხდა ასე. ამერიკა სულ გაგიჟდა. მგონია, რომ თავში ჭკუა აქვთ და რატომ გააკეთეს ასე.

ამას ჯობდა, მე ავერჩიე. ვიტყოდი,
მოგპარავთ რამდენიმე მილიონს და მერე გავქრები - მეთქი. იმას მილიონები არ უნდა,. ის გაერთობა მაგრად. ძალიან ცუდი ამბები მოხდება ამერიკაში. ახალი ზესახელმწიფოა საჭირო, რომ ყველა იქ წავიდეს სამუშაოდ. მე უკვე ვხედავ იმ კადრს ამერიკელები, რომ ქართულ ვიზაზე ოცნებობენ და კარენოი მანჰეტენელები რომ ჩამოდიან და ჩვენს ბებიებს უვლიან"   - სიცილით ამბობს გიორგი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS