10 ნოემბერი, 2016
ტოპ 10 სელებრითი, რომლებსაც ასაკი არ ეტყობათ
"დრონი მეფობენ და არა მეფენიო", თქვა ერთმა ბრძენმა. პლასტიკური ჩარევებისა და ჯადოსნური რეცეპტებით დამზადებული პრეპარატების ძალის მიუხედავად, გარდაუვალია წლების მატებასთან ერთად კანის ჭკნობა, თმის გათეთრება და სხვა მრავალი ვიზუალური ცვლილება. თუმცა, არსებობენ დროსთან მებრძოლი, ძლიერი ადამიანები, რომელთა ასაკის გამოცნობა, შეიძლება ითქვას, შეუძლებელია.

ყველასათვის ცნობილი, ლეგენდარული მომღერალი ნანი ბრეგვაძე ბავშვობიდან ყურადღების ცენტრშია. ყველგან ერთხმად თანხმდებიან ქალბატონი ნანის მომხიბვლელობასა და ელეგანტურობაზე. ყველამ იცის, რომ მომღერალი ბევრად უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება, ვიდრე უნდა იყოს, მაგრამ ცოტამ თუ იც
ის, რომ ის 1936 წლის 21 ივლისს დაიბადა და დღეს ეს უმშვენიერესი ქალბატონი 80 წლისაა.
Rating




















დიდი მსგავსების მიუხედავად, რთული წარმოსადგენია, რომ ეკა კვალიაშვილი და ნუკა დედა-შვილი არიან. ეკა იმდენად ახალგაზრდულად გამოიყურება, რომ ისინი დები გეგონებათ. კიდევ უფრო რთული დასაჯერებელია, რომ ასეთი ლამაზი ქალბატონი ბებიაა.

Rating

ულამაზესი და საოცრად მიმზიდველი, ლელა წურწუმია უკვე რა ხანია ტელეეკრანებზეა, თუმცა გიფიქრიათ, რომ მომღერალი ყოველთვის ერთნაირად გამოიყურება? წლები ემატება, ის კი კვლავ სექსუალური და ქარიზმატული რჩება. რამდენადაც გასაოცარი არ უნდა იყოს, ლელა წურწუმია 47 წლისაა.

პოპულარული მსახიობი ეკა ჩხეიძე სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მონაწილეობის შემდეგ კიდევ უფრო ახლოს გაიცნო და შეიყვარა მაყურებელმა. როდესაც ერთ-ერთ ინტერვიუში ეკას ვკითხეთ, თუ როგორ ახერხებს შეინარჩუნოს ახალგაზრდობა, გაირკვა, რომ ის არაფერს აკეთებს ამისთვის, ყველაფერი თავისით ხდება. "ბუნებას ვარ მინდობილი, არ ვიპრანჭები.", - განაცხადა მსახიობმა.

Rating
























იყო დრო, როცა ია ფარულავას სილამაზით თვით რობერტ დე ნიროც კი მოხიბლული იყო. ია მალე 50 წლის გახდება, მისი თაყვანისმცემლების რიცხვი კი წლების ზრდასთან ერთად მატულობს.
Rating























გია სურამელაშვილს
ახალგაზრდობაში არათუ თაყვანისმცემლები არამედ ერთი დიდი ფანკლუბი ყავდა. მის კონცერტებზე ფანებს გული მისდიოდათ, გოგონები მზად იყვნენ ყველაფერზე წასულიყვნენ, ოღონ გიას ერთხელ მაინც შეხებოდნენ. მომღერალი დღესაც საოცარ ფორმაშია, დიდ დროს უთმობს თავის მოვლას და აქვს ყველასგან გამორჩეული იმიჯი.
Rating
გიორგი გაბუნია წლების მატებასთან ერთად უბრალოდ კი არ ინარჩუნებს ახალგაზრდულ ფორმას, არამედ თითქოს უფრო ახალგაზრდავდება კიდეც.
Rating
საოცრად ქარიზმატული და ძლიერი ენერგეტიკის მქონე ტელეწამყვანი, ქალბატონი ინგა გრიგოლია 45 წლისაა. უცნობია, თავის მოვლის რა საშუალებებს მიმართავს ტელეწამყვანი, მაგრამ აშკარაა მას ასაკი არ ეტყობა და წლების მატებასთან ერთდ სულ უფრო ლამაზდება.
Rating























" 51 წლის ვარ, არასდროს დამიმალავს ჩემი ასაკი და პირიქით, მიხარია კიდეც, რომ ამ ასაკშიც ასე კარგად ვარ." - თქვა გია ჯაჯანიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში 3 წლის წინ. ტელეწამყვანმა თავადაც კარგად იცის, რომ მის ასაკთან შედარებით ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურება და ეს მას ეამაყება.

Rating

განსაკუთრებული იუმორის შეგრძნებითა და თეატრალური ნიჭით დაჯილდოვებული მსახიობი და შოუმენი დუტა სხირტლაძე გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა 43 წლისაა.
Rating
მარიამ კაკაურიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
ილია
ყველა მაგრად გამოიყურება,ისე კაცმა რომ თქვას ჩხეიძე ძაან მაგარი ქალია რა
02:28 / 29-11-2017
გამოხმაურება / 0 /
Xatia
Iინგა გრიგოლია აქ რა შუაშია?!
02:21 / 16-06-2017
გამოხმაურება / 0 /
ირმა
რამ გაგაცოფათ ზოგიერთებო, სოფიამ თქვა ლელა 56 წლის ასაკშიც მაგრად გამოიყურებაო და თქვენ რას დარდობთ, ისე ეს ლელაც რას იპარავს წლებს, არ ცხვენია? თუ ასე გონია, არავინ იცის მისი ასაკი, ეს უფრო სასაცილო არაა?
12:06 / 18-11-2016
გამოხმაურება / 0 /
ეთერი
ჯულიეტა ვაშაყმაძე დაგავიწყდათ.
10:25 / 17-11-2016
გამოხმაურება / 0 /
გამარჯვება
სოფია...პასპორტის გადაკეთება შენ ნამდვილად ვეღარ გიშველის......ჩასახვის მომენტიდან ბებერი და ერთუჯრედიანი ხარ!!!!!ლელას მარტო გარეგნული სილამაზე არა...გენეტიკა აქვს!!!
00:47 / 17-11-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS