10 ნოემბერი, 2016
ტოპ 10 სელებრითი, რომლებსაც ასაკი არ ეტყობათ
"დრონი მეფობენ და არა მეფენიო", თქვა ერთმა ბრძენმა. პლასტიკური ჩარევებისა და ჯადოსნური რეცეპტებით დამზადებული პრეპარატების ძალის მიუხედავად, გარდაუვალია წლების მატებასთან ერთად კანის ჭკნობა, თმის გათეთრება და სხვა მრავალი ვიზუალური ცვლილება. თუმცა, არსებობენ დროსთან მებრძოლი, ძლიერი ადამიანები, რომელთა ასაკის გამოცნობა, შეიძლება ითქვას, შეუძლებელია.

ყველასათვის ცნობილი, ლეგენდარული მომღერალი ნანი ბრეგვაძე ბავშვობიდან ყურადღების ცენტრშია. ყველგან ერთხმად თანხმდებიან ქალბატონი ნანის მომხიბვლელობასა და ელეგანტურობაზე. ყველამ იცის, რომ მომღერალი ბევრად უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება, ვიდრე უნდა იყოს, მაგრამ ცოტამ თუ იც
ის, რომ ის 1936 წლის 21 ივლისს დაიბადა და დღეს ეს უმშვენიერესი ქალბატონი 80 წლისაა.
Rating




















დიდი მსგავსების მიუხედავად, რთული წარმოსადგენია, რომ ეკა კვალიაშვილი და ნუკა დედა-შვილი არიან. ეკა იმდენად ახალგაზრდულად გამოიყურება, რომ ისინი დები გეგონებათ. კიდევ უფრო რთული დასაჯერებელია, რომ ასეთი ლამაზი ქალბატონი ბებიაა.

Rating

ულამაზესი და საოცრად მიმზიდველი, ლელა წურწუმია უკვე რა ხანია ტელეეკრანებზეა, თუმცა გიფიქრიათ, რომ მომღერალი ყოველთვის ერთნაირად გამოიყურება? წლები ემატება, ის კი კვლავ სექსუალური და ქარიზმატული რჩება. რამდენადაც გასაოცარი არ უნდა იყოს, ლელა წურწუმია 47 წლისაა.

პოპულარული მსახიობი ეკა ჩხეიძე სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მონაწილეობის შემდეგ კიდევ უფრო ახლოს გაიცნო და შეიყვარა მაყურებელმა. როდესაც ერთ-ერთ ინტერვიუში ეკას ვკითხეთ, თუ როგორ ახერხებს შეინარჩუნოს ახალგაზრდობა, გაირკვა, რომ ის არაფერს აკეთებს ამისთვის, ყველაფერი თავისით ხდება. "ბუნებას ვარ მინდობილი, არ ვიპრანჭები.", - განაცხადა მსახიობმა.

Rating
























იყო დრო, როცა ია ფარულავას სილამაზით თვით რობერტ დე ნიროც კი მოხიბლული იყო. ია მალე 50 წლის გახდება, მისი თაყვანისმცემლების რიცხვი კი წლების ზრდასთან ერთად მატულობს.
Rating























გია სურამელაშვილს
ახალგაზრდობაში არათუ თაყვანისმცემლები არამედ ერთი დიდი ფანკლუბი ყავდა. მის კონცერტებზე ფანებს გული მისდიოდათ, გოგონები მზად იყვნენ ყველაფერზე წასულიყვნენ, ოღონ გიას ერთხელ მაინც შეხებოდნენ. მომღერალი დღესაც საოცარ ფორმაშია, დიდ დროს უთმობს თავის მოვლას და აქვს ყველასგან გამორჩეული იმიჯი.
Rating
გიორგი გაბუნია წლების მატებასთან ერთად უბრალოდ კი არ ინარჩუნებს ახალგაზრდულ ფორმას, არამედ თითქოს უფრო ახალგაზრდავდება კიდეც.
Rating
საოცრად ქარიზმატული და ძლიერი ენერგეტიკის მქონე ტელეწამყვანი, ქალბატონი ინგა გრიგოლია 45 წლისაა. უცნობია, თავის მოვლის რა საშუალებებს მიმართავს ტელეწამყვანი, მაგრამ აშკარაა მას ასაკი არ ეტყობა და წლების მატებასთან ერთდ სულ უფრო ლამაზდება.
Rating























" 51 წლის ვარ, არასდროს დამიმალავს ჩემი ასაკი და პირიქით, მიხარია კიდეც, რომ ამ ასაკშიც ასე კარგად ვარ." - თქვა გია ჯაჯანიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში 3 წლის წინ. ტელეწამყვანმა თავადაც კარგად იცის, რომ მის ასაკთან შედარებით ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურება და ეს მას ეამაყება.

Rating

განსაკუთრებული იუმორის შეგრძნებითა და თეატრალური ნიჭით დაჯილდოვებული მსახიობი და შოუმენი დუტა სხირტლაძე გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა 43 წლისაა.
Rating
მარიამ კაკაურიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
ნიანია
ყველა გასაოცარ ფორმაშია,განსაკუთრებით ქ.ნანი! დუტაც ძალიან კარად გამოიყურება ,მაგრამ ეტყობა,რომ ბუნება უფრო შველის ვიდრე "თავის მოვლა"...
19:45 / 13-11-2016
გამოხმაურება / 0 /
ლელა
დუტა ნამდვილად გავს 43 წლისას.(უფრო მეტსაც) პატარა ბიჭის შეხედულება ნამდვილად არ აქვს. თუნდაც ამ ფოტოზე. ბენდენა კი არ აახალგაზრდავებს!
15:00 / 11-11-2016
გამოხმაურება / 0 /
მჰჯუყ
ფარულავას იას და წურწუმიას ახალგაზრობისა და სილამაზის საიდუმლო ბოტოქსში (და არა მარტო) ძვირადღირებულ თავის მოვლის საშუალებებშია და კიდეეევ ისეთ რაღაცეებში დაწერა რომ მეზარება წადი დააბოლე ბებიაშენი ჩვენ კი არა
22:11 / 10-11-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინი
დუტა უფრო ასაკოვანი მეგონა
18:04 / 10-11-2016
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
დუტა ძაან მაგარი ხარ, როგორც მსახიობი, როგორც ადამიანი და როგორც შოუმენი
17:45 / 10-11-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS