09 ნოემბერი, 2016
დონალდ ტრამპი და ცნობილი ქართველები (+ფოტო)
2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დონალდ ტრამპმა მოიპოვა. რესპუბლიკელმა კანდიდატმა თავის საარჩევნო შტაბში შეკრებილ მხარდამჭერებსა და ამერიკის მოსახლებას უკვე მიმართა. დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლაში მხარდამჭერებს, ოჯახის წევრებსა და მშობლებს მადლობა გადაუხადა. მან დაადასტურა, რომ ცოტა ხნის წინ მთავარმა კონკურენტმა - ჰილარი კლინტონმა მას გამარჯვება მიულოცა.

ბევრს ალბათ ახსოვს, რომ ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი რამდენიმე წლის წინ საქართველოშიც იმყოფებოდა. მაშინ ჯერ კიდევ ბიზნეს-მაგნატი და ინვესტორი ტრამპი ბათუმში "ტრამპ თაუერის" მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად ჩამოვიდა.

2012 წლის აპრილში,
დონალდ ტრამპმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბათუმში ''ტრამპ თაუერის'' მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ღონისძიების შემდეგ სააკაშვილმა და ტრამპმა სტუმრებთან ერთად რესტორან "ყირამალაში" მოილხინეს. იხილეთ სრულად + ფოტოები
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS