09 ნოემბერი, 2016
ნინი ბადურაშვილი ახალ კლიპში ფეხშიშველი იმღერებს - ''ფილტვების ანთება დამემართება''
ანრი ჯოხაძე კლიპს იღებს, რომელშიც ნინი ბადურაშვილი ფეხშიშველი იმღერებს. სიმღერას ჰქვია "უშენოდ".

ნინი გადაღების დროს "ფეისბუქზე" რამდენიმე წუთი ლაივში იყო. მომღერალი მწვანე ფონზე მღერის.

"ეს ვენტილიატორი მთელი კლიპის განმავლობაში მიბერავს. ფილტვების ანთება დამემართება", - ხუმრობს ნინი.

პირველი გადაღება ტექნიკური ხარვეზის გამო შეწყვიტეს, ანრის კომპიუტერი გაუფუჭდა. რამდენიმე წუთში, ისევ განაგრძეს გადაღება.

კლიპის პრემიერა საახალწლოდ იგეგმება.

მარიამ კაკაურიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS