როგორც აღმოჩნდა, ნათია რთველიაშვილი-მანგანი — ბალეტის მოცეკვავე. დამთავრებული აქვს თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლა. 2000 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს ნიუ-იორკში. 2015 წლიდან თანამშრომლობს "მეტროპოლიტენ-ოპერასთან". 2007 წლიდან საცეკვაო შოუს "რივერდენსის" დასის წევრია. ცეკვავს როგორც კლასიკას, ისე მოდერნს, კონტემპორარის, ფოლკს, ჯაზს და სხვა.