15 ოქტომბერი, 2013
ლელა მებურიშვილმა და ბაჩო საგანელიძემ ჯვარი დაიწერეს - სად ატარებს წყვილი თაფლობის თვეს?
ამ ინფორმაციის გავრცელებიდან ერთ თვეში, ბაჩომ სოციალურ ქსელში ლელასთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა, მაგრამ ამ თემაზე საუბარისგან ორივე თავს იკავებდა სერიალი ''ჩემი ცოლის დაქალები'' ეთერში დაბრუნდა და ინტერესი მთავარი გმირების მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა. გამონაკლისი არც კატოს როლის შემსრულებელი ლელა მებურიშვილი გახლავთ, რომელსაც სერიალში პირადი ცხოვრება ძალიან აერია.

ცხოვრებაში ლელა თავისი გმირისგან აბსოლუტურად განსხვავებულია. მას შემდეგ, რაც მსახიობი მთელმა საქართველომ გაიცნო, მისი პირადი ცხოვრების შესახებ ინტერესმაც იმატა, თუმცა მსახიობი პირად ცხოვრებაზე საუბარს ყოველ
თვის ერიდებოდა.

რამდენიმე თვის წინ ჟურნალ ''რეიტინგში'' ექსკლუზიურად მისი და ბაჩო საგანელიძის სიყვარულის შესახებ გამოქვეყნდა მასალა. ბაჩო პარლამენტარ დავით საგანელიძის ძმის შვილია და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის დირექტორიც გახლდათ.

მართალია, წყვილი ამ თემაზე საუბარს თავს არიდებდა, მაგრამ სანდო წყაროს ინფორმაციით, ბაჩო არანორმალურად იყო შეყვარებული მსახიობზე და მალე მათი ქორწილიც იგეგმებოდა.

ამ ინფორმაციის გავრცელებიდან ერთ თვეში, ბაჩომ სოციალურ ქსელში ლელასთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა, მაგრამ ამ თემაზე საუბარისგან ორივე თავს იკავებდა.

გასულ ოთხშაბათს, ლელა მებურიშვილი ''ნანუკას შოუს'' სტუმრობდა. მიუხედავად წამყვანის დიდი მცდელობისა, მსახიობმა შეყვარებულის ვინაობა არ გაამხილა და არც ის თქვა, რომ რამდენიმე დღეში ის და ბაჩო ჯვრის დაწერას აპირებდნენ.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლელა გათხოვდა... ერთ-ერთმა საიტმა ქორწილის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა 12 ოქტომბერს ლელამ და ბაჩომ საკმაოდ მოულოდნელად, ვიწრო წრეში ჯვარი დაიწერეს და საფრანგეთში გაფრინდნენ.
Rating
ჩვენ ლელას დავუკავშირდით და გაბედნიერება მივულოცეთ, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და ტელეფონი გაგვითიშა, რის შემდეგაც ლელას დედას ქალბატონ დალი ბასიშვილს ვესაუბრეთ.

- გილოცავთ შვილის გაბედნიერებას... თუ შეიძლება მოგვიყევით ქორწილის შესახებ..
- დიდი მადლობა. ლელას და ბაჩოს ქორწილი არ ჰქონიათ, ვიწრო წრეში ჯვარი დაიწერეს, თან საკმაოდ ნაჩქარევად და საფრანგეთში გაფრინდნენ. სიმართლე გითხრათ, ბევრი საუბარი ამ თემაზე არ მინდა.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
კატო
ვულაცავ მართლა კარგი გოგოა ეს გათიშვა რა არის გილოცავენ და მადლობა მაინც ტთქვი ან რაღა დასამალია ძალით გაგათხოვეს? ისე ძაან შეუხედავი კია ეს ბიჭი მითუმეტეს მაგის წინა შეყვარებული საწყალი მართლა კრასავჩიკი იყო,იმის მერე ასეთ როჟას როგორ შეხედა?
21:12 / 15-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკო
გილოცავთ,ბედნიერებას და გამრავლებას გისურვებთ,უფალი გფარავდეთ!
21:00 / 15-10-2013
გამოხმაურება / 0 /
რუსკა
ვუსურვებ ბედნიერებას ამ ლამაზ წყვილს !
20:03 / 15-10-2013
გამოხმაურება / 0 /
....
რომ არა ფული
19:39 / 15-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიტა
ლელა განსხვავებულია ქართულ "ბოზმონდში" მოტრიალე პერსონებისგან, ამიტომ პატივისცემას იმსახურებს, ვუსურვებ მშვიდ, ბედნიერ და სიყვარულით სავსე ცხოვრებას!
17:15 / 15-10-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფო
კარგი წყვილია, ბედნიერებას ვუსურვებ ...
15:33 / 15-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიმონა
ლელა ნამდვილად იმსახურებს ბედნიერებას და დიდ ბედნიერებას ვუსურვებ....
14:58 / 15-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
საყვარელი გოგოა. ბედნიერებას ვუსურვებ,თან როგორც ვიცი, ცხოვრებაში დიდი ტრაგედია გადაიტანა. დე, ეხლა მაინც იყოს ბედნიერი.
14:20 / 15-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS