15 ოქტომბერი, 2013
ლელა მებურიშვილმა და ბაჩო საგანელიძემ ჯვარი დაიწერეს - სად ატარებს წყვილი თაფლობის თვეს?
ამ ინფორმაციის გავრცელებიდან ერთ თვეში, ბაჩომ სოციალურ ქსელში ლელასთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა, მაგრამ ამ თემაზე საუბარისგან ორივე თავს იკავებდა სერიალი ''ჩემი ცოლის დაქალები'' ეთერში დაბრუნდა და ინტერესი მთავარი გმირების მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა. გამონაკლისი არც კატოს როლის შემსრულებელი ლელა მებურიშვილი გახლავთ, რომელსაც სერიალში პირადი ცხოვრება ძალიან აერია.

ცხოვრებაში ლელა თავისი გმირისგან აბსოლუტურად განსხვავებულია. მას შემდეგ, რაც მსახიობი მთელმა საქართველომ გაიცნო, მისი პირადი ცხოვრების შესახებ ინტერესმაც იმატა, თუმცა მსახიობი პირად ცხოვრებაზე საუბარს ყოველ
თვის ერიდებოდა.

რამდენიმე თვის წინ ჟურნალ ''რეიტინგში'' ექსკლუზიურად მისი და ბაჩო საგანელიძის სიყვარულის შესახებ გამოქვეყნდა მასალა. ბაჩო პარლამენტარ დავით საგანელიძის ძმის შვილია და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის დირექტორიც გახლდათ.

მართალია, წყვილი ამ თემაზე საუბარს თავს არიდებდა, მაგრამ სანდო წყაროს ინფორმაციით, ბაჩო არანორმალურად იყო შეყვარებული მსახიობზე და მალე მათი ქორწილიც იგეგმებოდა.

ამ ინფორმაციის გავრცელებიდან ერთ თვეში, ბაჩომ სოციალურ ქსელში ლელასთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა, მაგრამ ამ თემაზე საუბარისგან ორივე თავს იკავებდა.

გასულ ოთხშაბათს, ლელა მებურიშვილი ''ნანუკას შოუს'' სტუმრობდა. მიუხედავად წამყვანის დიდი მცდელობისა, მსახიობმა შეყვარებულის ვინაობა არ გაამხილა და არც ის თქვა, რომ რამდენიმე დღეში ის და ბაჩო ჯვრის დაწერას აპირებდნენ.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლელა გათხოვდა... ერთ-ერთმა საიტმა ქორწილის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა 12 ოქტომბერს ლელამ და ბაჩომ საკმაოდ მოულოდნელად, ვიწრო წრეში ჯვარი დაიწერეს და საფრანგეთში გაფრინდნენ.
Rating
ჩვენ ლელას დავუკავშირდით და გაბედნიერება მივულოცეთ, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და ტელეფონი გაგვითიშა, რის შემდეგაც ლელას დედას ქალბატონ დალი ბასიშვილს ვესაუბრეთ.

- გილოცავთ შვილის გაბედნიერებას... თუ შეიძლება მოგვიყევით ქორწილის შესახებ..
- დიდი მადლობა. ლელას და ბაჩოს ქორწილი არ ჰქონიათ, ვიწრო წრეში ჯვარი დაიწერეს, თან საკმაოდ ნაჩქარევად და საფრანგეთში გაფრინდნენ. სიმართლე გითხრათ, ბევრი საუბარი ამ თემაზე არ მინდა.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
ნანა
ოჰ,ეს ქართული უაზრო და დამღლელი კირკიტი სხვის პირად ცხოვრებაში! თუ გინდათ მიულოცეთ ამ ადამიანებს გაბედნიერება,თუ არა და რა თქვენი საქმეა რატომ გაჰყვა?ყველამ საკუთარ პირადს მიხედეთ და ბედნიერება უსურვეთ უბრალოდ წყვილს!გაიხარეთ ლამაზებო,ბედნიერად გამყოფოთ ღმერთმა!!!
09:16 / 16-10-2013
გამოხმაურება / 0 /
თათა
კიი კარგიი გოგოაა მაგრამ რაღაც ამ ბოლოო დროს თავს იფასებს ძან ნანუკას შოუშIც არ მომეწონა უაზროდ ცანცარებდაა ეხლაც ურეკავს ჟურნალისტი მისალოცათ Dა ტელს უთიშავს რაა პონტიააა... დაა გარეგნულად ნუ აფასებთ ადამიანს იქნებ ამ ბიჭს ისეთი თვისევები აქვს რითAც შეგიძლია შეგიყვარდეს არ გინახავთ ანგელოზივით ბიჭEბიი მაგრამ ნაგვებიიი?))))
23:44 / 15-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
ხვტის ცყალობა და სიკეტე ცყ
23:22 / 15-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ზოგ-ზოგიერთები რა ბოღმიანები არიან, სხვისი ბედნიერება არ უხარიათ, ძალიან კარგი და შესაფერისი ახალგაზრდები არიან, ან რა აქვთ დასაწუნი?მე მგონი ის ვინც ბოღმას ანთხევს თავადაა მახინჯი და წარუმატებელი.... გილოცავთ, ბედნიერად შეაბერდით ერთმანეთს .... გაიხარეთ და გამრავლდით
23:18 / 15-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია ლელას დიდი თაყვანისმცემელი
ლელა ძალიან ლამაზი, ნიჭიერი და ნამდვილად შემდგარი კარგი მსახიობი ხარ,რაც ამ პროფესიაში სანატრელია.გილოცავ გაბედნიერებას.ეგაც მომწონდა შენში,რომ პირად საკითხებზე კიკიმორა,ჭორიკანა ჟურნალისტებს არ ესაუბრებოდი.მოკლედ,დიდ ბედნიერებას გისურვებ.ბოროტი ადამიანების კომენტარებს იმედია ყურადღებას არ მიაქცევ.
23:14 / 15-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მმმ
აუ შემიხედეთ რა საცოდავია ეს ლელა ვითომ რო თავს იფასებს თავის თავი რაღაც ჰგონია ამ საწყალს,როგორ აუვარდა თავში,ვაი შენს პატრონს,ეს კიდე ვინღაა რას გავს ფუუუ რა ეს და რა ნინი ბადურაშვილის ქმარი ჰა ჰა ჰა
22:44 / 15-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთო
რას უწუნებტ ამ ბიცჰს?ქარტველია და აბა ვის ემსგავსება?...ბედნიერებას ვუსურვებ.
22:37 / 15-10-2013
გამოხმაურება / 0 /
უყვარდა და გაყვა, თქვენი რა საქმეა, არც თვითონ არ არის კალმით დახატული, ძალიანაც შეეფერებიან
21:23 / 15-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ავოეე
აი ეს ტიპიური ქართველი მუჟიკი სად იპოვა ამ ქალაქში მართლა ლიჟბი გათხოდევს ვარიანტია ასეთი დეფიციტია მართლა კაცების? კარგით რა თუ თავისი გმირივით ფულით მოიხიბლა?ნუ ყვავს თავის ბახალა უყვარდაო და ვულოცავ მაინც კარგი გოგო მომწონს ძაან და ამიტომ უკეთესი შეეფერებოდა
21:15 / 15-10-2013
გამოხმაურება / 0 /
დიანა
გაიხარეთ,იბედნიერეთ,იმრავლეთ!
21:14 / 15-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS