15 ოქტომბერი, 2013
ლელა მებურიშვილმა და ბაჩო საგანელიძემ ჯვარი დაიწერეს - სად ატარებს წყვილი თაფლობის თვეს?
ამ ინფორმაციის გავრცელებიდან ერთ თვეში, ბაჩომ სოციალურ ქსელში ლელასთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა, მაგრამ ამ თემაზე საუბარისგან ორივე თავს იკავებდა სერიალი ''ჩემი ცოლის დაქალები'' ეთერში დაბრუნდა და ინტერესი მთავარი გმირების მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა. გამონაკლისი არც კატოს როლის შემსრულებელი ლელა მებურიშვილი გახლავთ, რომელსაც სერიალში პირადი ცხოვრება ძალიან აერია.

ცხოვრებაში ლელა თავისი გმირისგან აბსოლუტურად განსხვავებულია. მას შემდეგ, რაც მსახიობი მთელმა საქართველომ გაიცნო, მისი პირადი ცხოვრების შესახებ ინტერესმაც იმატა, თუმცა მსახიობი პირად ცხოვრებაზე საუბარს ყოველ
თვის ერიდებოდა.

რამდენიმე თვის წინ ჟურნალ ''რეიტინგში'' ექსკლუზიურად მისი და ბაჩო საგანელიძის სიყვარულის შესახებ გამოქვეყნდა მასალა. ბაჩო პარლამენტარ დავით საგანელიძის ძმის შვილია და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის დირექტორიც გახლდათ.

მართალია, წყვილი ამ თემაზე საუბარს თავს არიდებდა, მაგრამ სანდო წყაროს ინფორმაციით, ბაჩო არანორმალურად იყო შეყვარებული მსახიობზე და მალე მათი ქორწილიც იგეგმებოდა.

ამ ინფორმაციის გავრცელებიდან ერთ თვეში, ბაჩომ სოციალურ ქსელში ლელასთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა, მაგრამ ამ თემაზე საუბარისგან ორივე თავს იკავებდა.

გასულ ოთხშაბათს, ლელა მებურიშვილი ''ნანუკას შოუს'' სტუმრობდა. მიუხედავად წამყვანის დიდი მცდელობისა, მსახიობმა შეყვარებულის ვინაობა არ გაამხილა და არც ის თქვა, რომ რამდენიმე დღეში ის და ბაჩო ჯვრის დაწერას აპირებდნენ.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლელა გათხოვდა... ერთ-ერთმა საიტმა ქორწილის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა 12 ოქტომბერს ლელამ და ბაჩომ საკმაოდ მოულოდნელად, ვიწრო წრეში ჯვარი დაიწერეს და საფრანგეთში გაფრინდნენ.
Rating
ჩვენ ლელას დავუკავშირდით და გაბედნიერება მივულოცეთ, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და ტელეფონი გაგვითიშა, რის შემდეგაც ლელას დედას ქალბატონ დალი ბასიშვილს ვესაუბრეთ.

- გილოცავთ შვილის გაბედნიერებას... თუ შეიძლება მოგვიყევით ქორწილის შესახებ..
- დიდი მადლობა. ლელას და ბაჩოს ქორწილი არ ჰქონიათ, ვიწრო წრეში ჯვარი დაიწერეს, თან საკმაოდ ნაჩქარევად და საფრანგეთში გაფრინდნენ. სიმართლე გითხრათ, ბევრი საუბარი ამ თემაზე არ მინდა.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
გიო
არ ჩამქოლოთ რას უწუნებთ ამ ბიჭს? უკეთესსაც მოიყვანდა ცოლად,რომ მოენდომებინა ,ეს ლელა კიდე დიდი არაფერი გოგოა,უბრალოდ თვალები აქვს ძალიან ლამაზი.
02:19 / 23-10-2013
გამოხმაურება / 0 /
რიმაკ პეროდი
მართლაც რომ ყველას მოსაწონია ულამაზესი ლელა.ლამაზ სხეულში ლამაზი სულიაო მართალია.გაიხარე ლელიკუნა....იბედნიერე
16:22 / 22-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ყველას მოსაწორი თვით ანჯელინა ჯოლიც არაა. :) მე მომწონს ლელა, ბედნიერებას ვუსურვებ, ვისაც არ მოსწონს ნუ მოსწონს და იმას უკომენტაროს ვინც მოწონთ!
01:56 / 22-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ქართვლებს ვერაფერი და არაფერი შეცვლის.ბოროტი და შურიანებო ვართ და ვერაფერი ვერ შეგვცვლის.არავის კარგი,არ გვიხარია.ოგონდ ვინმეს კარგი არ გავიგოთ ტორე ვსკდებიტ შურით...ვაი თქვენ პატრონს!!!
00:11 / 22-10-2013
გამოხმაურება / 0 /
!!!!
როცა ცნობილი ხარ, კრიტიკაც უნდა აიტანო!!! ყველაზე გამოჩენილ მსახიობებს აკრიტიკებენ და ესენი ვინ არიან, რომ მაინცდამაინც გშურს, თუ სიმართლეს ამბობ? მადლობა თქვან, რომ ამათზე დროს კარგავს ხალხი!!!
21:13 / 19-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლია
ყველა პოპულარულ ადამიანს ტავში უვარდება, ეს ბუნებრივია, სულაც არაა გასაკვირი
16:32 / 19-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
რა სიბოროტეა, რა გჭირთ დაბოღმილო გოგოებო.... ვერ თხოვდებით???? ლელა არაჩვეულებრივი ადამიანია და ულავ ბედნიერებას უსურვებ!!!!!!!!!!!!!
10:47 / 18-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
მე ძალიან მომწონს ეს წყვილი და ბედნიერებას ვუსურვებ.მერე რა რომ ცნობილი ადამიანები არიან,აუცილებელია ცხვირი ჩააყოფინონ ყველას პირად ცხოვრებაში?ზოგიერთებს არ გვანან მსოფლიოს რომ გააგებინებენ და მეორე დგეს სულელებივით ეყრებიან, კიდევ უფრო რეიტინგულები არიან და ამით ამაყობენ.მათ არ ჭირდებათ ასეთი პოპულარობა.ვინც ილაპარაკა თავის ცხოვრებაზე კარგად დაუჯდა?
05:12 / 17-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატალია
გოგოო რაა აგივარდაა თAავშიიი კატოთ ყოფნააა :დ შენც ეხლაა ჩილმედლებიი ა. Gქონდეს დაკიდებულიიი ჟურნალისტებით ხართ ცნობილებიი მაგათმა რომ არ წერონ თქვენზეე დაა გადაცემებში არ მიგიწვიონ ვინ იქნებოდით?? ერთმანეთს ჭირდებით
17:18 / 16-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიანა
ვიზუალურად მეც მომწონს ლელა..მაგრამ დავეთანხმები თათას მეც,ამ ბოლო დროს ძალიან გამაგიზიანებელი გახდა ეს ლელა თავის თავზე დიდი წარმოდგენებით..რაა აუვარდა თავში ვერ ვიგებ.გასაგებია რო არ სურს თავის პირადულზე საჯაროდ საუბარი და მესმის მისიც მაგრამ.ადამიანი გილოცავს და თავხედივით უთიშავ.მადლობა გადაეხადა და ისე გაეთიშა.ბედნიერებას ვუსურვებ ორივეს.
11:13 / 16-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS