10 მაისი, 2013
ვის ეძახის ''უხსენებელს'' ია ფარულავა
ფარულავამ მეორე რაუნდიც დაგეგმა და თავისი საქმროების ფოტოების გამოფენის აზრიც გაუჩნდა. მართალია, ია ფარულავამ ''ამბები ჯის'' მეთაურობით ყველა ინტერნეტსაიტს მოგვაწყევლა, ორგაზმი არ გეღირსოთ, კიდევ ერთხელ ჩემს სტატუსზე სტატიას თუ გამოაქვეყნებთო, მაგრამ იმედია, მას ორგაზმზე საავტორო უფლებები არ აქვს და ფარულავას წყევლა ამ შემთხვევაში არ მოგვეწევა, რადგან მხოლოდ და მხოლოდ მისი ''ფეისბუქის'' გვერდზე გამოქვეყნებულ ძველ ფოტოებს გადავავლეთ თვალი, რომლებსაც, თავის მხრივ, იას ''ფეისბუქ''-მეგობრების უამრავი კომენტარი მოჰყვა.

Ratingთავად ია თავის ფოტოარქივს ''ხლამებს'' ეძახის, მაგრამ ალბათ მაინც საინტერესო
იქნება მისი გადათვალიერება. ამ ფოტოებს ია თავადვე უკეთებს სახალისო და საინტერესო მინაწერებს. მაგალითად, მის ჯერჯერობით ბოლო ქმართან, ბიზნესმენ ფადი ასლისთან ერთად გადაღებულ ფოტოს აწერია - ''#4, ლიბანელი უხსენებელი''.

Ratingკიდევ ერთ ფოტოს, სადაც ნორჩი იაა გამოსახული ნომერ მეორე, უცხოელ ქმართან ერთად შემდეგი წარწერა აქვს - ''#2 (კრიტიკოსი და ასკეტი)''.

Ratingვინაიდან ''ფეისბუქის'' მეგობრები ძალიან მხიარულობენ იას წარწერებზე,  ფარულავამ მეორე რაუნდიც დაგეგმა და თავისი საქმროების ფოტოების გამოფენის აზრიც გაუჩნდა. ერთ-ერთ ფოტოს სწორედ ასე აწერია - ''საქმარო #3 - დოქტორი მანიაკი (მილიონერი ექსცენტრიკი)''.

როგორც თავად ია წერს, რობერტი ძალიან სასიამოვნო ადამიანია, ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი საუკეთესო ექიმი. სოფო შევარდნაძის კომენტარის შემდეგ, რომ მისი გარეგნობის ქალს ასეთი მამაკაცი არაფრით არ შეეფერებოდა, იამ დაწერა, რომ შემდგომში მისმა ყოფილმა სიყვარულმა ისეთი ტოპმოდელი მოიყვანა ცოლად, რომელსაც იას სიგრძე მხოლოდ ფეხი ჰქონდა. სხვათა შორის, კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, ამ მამაკაცმა ია იმით მოხიბლა, რომ საერთო საყვარელი ფილმი აღმოაჩნდათ, ''მიფრინავენ წეროები''... 

ახალგაზრდობის ფოტოებს ია კრიტიკულად უდგება და ამბობს, იმ დროსაა გადაღებული, როდესაც ეპილაცია არ არსებობდაო. თუმცა ჩვენი მხრიდან რადიოწამყვანს კომპლიმენტით შევამკობთ და ვეტყვით, რომ ეპილაციის გარეშეც მშვენივრად გამოიყურებოდა, თანაც ამ ფოტოების გადაღებისას ძალიან ახალგაზრდა იყო.

ქეთი მელაძე

სპეციალურად ''რეიტინგი'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტო გალერეა
კომენტარი / 13 /
ნატკა
ანა რომ შეირთო ფადიმ და ფარულავა მიაგდო ამიტომაა უხსენებელი ...???რავიცი მაგრად მარიაჟობდა აქაო და მანებივრებსო და რომანტიული ვახშმები გვაქვს ყოველ საღამოსო....ეგ ტყუილების გუდა დედაკაცი..........
16:15 / 10-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გოგა
ეგ სპარსი ტიპი დაქნეულია.რა ქმარი რის ქმარი????????არავის ცოლად ეგ არ შეურთავს......დღემდე
16:03 / 10-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნონი
იას ძალიან კარგი იუმორი აქვს
15:56 / 10-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS