10 მაისი, 2013
ვის ეძახის ''უხსენებელს'' ია ფარულავა
ფარულავამ მეორე რაუნდიც დაგეგმა და თავისი საქმროების ფოტოების გამოფენის აზრიც გაუჩნდა. მართალია, ია ფარულავამ ''ამბები ჯის'' მეთაურობით ყველა ინტერნეტსაიტს მოგვაწყევლა, ორგაზმი არ გეღირსოთ, კიდევ ერთხელ ჩემს სტატუსზე სტატიას თუ გამოაქვეყნებთო, მაგრამ იმედია, მას ორგაზმზე საავტორო უფლებები არ აქვს და ფარულავას წყევლა ამ შემთხვევაში არ მოგვეწევა, რადგან მხოლოდ და მხოლოდ მისი ''ფეისბუქის'' გვერდზე გამოქვეყნებულ ძველ ფოტოებს გადავავლეთ თვალი, რომლებსაც, თავის მხრივ, იას ''ფეისბუქ''-მეგობრების უამრავი კომენტარი მოჰყვა.

Ratingთავად ია თავის ფოტოარქივს ''ხლამებს'' ეძახის, მაგრამ ალბათ მაინც საინტერესო
იქნება მისი გადათვალიერება. ამ ფოტოებს ია თავადვე უკეთებს სახალისო და საინტერესო მინაწერებს. მაგალითად, მის ჯერჯერობით ბოლო ქმართან, ბიზნესმენ ფადი ასლისთან ერთად გადაღებულ ფოტოს აწერია - ''#4, ლიბანელი უხსენებელი''.

Ratingკიდევ ერთ ფოტოს, სადაც ნორჩი იაა გამოსახული ნომერ მეორე, უცხოელ ქმართან ერთად შემდეგი წარწერა აქვს - ''#2 (კრიტიკოსი და ასკეტი)''.

Ratingვინაიდან ''ფეისბუქის'' მეგობრები ძალიან მხიარულობენ იას წარწერებზე,  ფარულავამ მეორე რაუნდიც დაგეგმა და თავისი საქმროების ფოტოების გამოფენის აზრიც გაუჩნდა. ერთ-ერთ ფოტოს სწორედ ასე აწერია - ''საქმარო #3 - დოქტორი მანიაკი (მილიონერი ექსცენტრიკი)''.

როგორც თავად ია წერს, რობერტი ძალიან სასიამოვნო ადამიანია, ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი საუკეთესო ექიმი. სოფო შევარდნაძის კომენტარის შემდეგ, რომ მისი გარეგნობის ქალს ასეთი მამაკაცი არაფრით არ შეეფერებოდა, იამ დაწერა, რომ შემდგომში მისმა ყოფილმა სიყვარულმა ისეთი ტოპმოდელი მოიყვანა ცოლად, რომელსაც იას სიგრძე მხოლოდ ფეხი ჰქონდა. სხვათა შორის, კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, ამ მამაკაცმა ია იმით მოხიბლა, რომ საერთო საყვარელი ფილმი აღმოაჩნდათ, ''მიფრინავენ წეროები''... 

ახალგაზრდობის ფოტოებს ია კრიტიკულად უდგება და ამბობს, იმ დროსაა გადაღებული, როდესაც ეპილაცია არ არსებობდაო. თუმცა ჩვენი მხრიდან რადიოწამყვანს კომპლიმენტით შევამკობთ და ვეტყვით, რომ ეპილაციის გარეშეც მშვენივრად გამოიყურებოდა, თანაც ამ ფოტოების გადაღებისას ძალიან ახალგაზრდა იყო.

ქეთი მელაძე

სპეციალურად ''რეიტინგი'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტო გალერეა
კომენტარი / 13 /
ბედი ვენახში
ასეთია უქმარშვილოს ბედი,ფათერაკი რომ დაჰყვება უკან,და ცხოვრების ნახევარზე მეტი დაცინვაში გაატაროს უნდა,მაგრამ რა ქნას ტყუილების გუდამ,პუტანკაც ხომ ახალგაზრდა უნდათ,ყურძნის ტურფა ხომ არა ხარ მუდამ,არცა გშველის ბოტოქსების გუნდა,მაშ რაღა ქნას მევენახე ტურფამ,ნუთუ ისევ ფადულასთან უნდა??????მაგრამ ხალხნო ფადის ანა უყვარს,ფარულავა რჩება ობოლ კნუტად, კნავის კნავის ჩვენი შავი კნუტა,იკბინება ლამაზების უკან,ცოდო არის დავეხმაროთ უნდა.მაჭანკალი მოვუძებნოთ უმალ.
15:04 / 25-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლოლას
მასეთი ულამაზესი რზლები გიმრავლოს სახლში
14:59 / 25-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიკო
რავიცი ჩემი შოკოლადის პრინციო ამბობდა იმტერვიუში ფარულავა როცა მასთან იყო,როცა მიატოვა ფადიმ უხსენებელი გახდა.სკდება ანას ბედნიერებით ია,მაგრამ რას იზამს ბედი ზეცაში წყდებაო
14:58 / 25-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ანას
ფადი რასა გავს და ძალიან სიმპატიურ კაცს.რომ არა ყოფილიყო მასეთი ფარულავა არ შეეტენებოდა თუმცა ბოლომდე ვერ შეტენდა,გამოაბუბძულეს.
10:41 / 25-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
ამ ქალმა შეგვაწუხა თავისი სექსუალური დაუკმაყოფილებლობით :) მიუშვით კოჯრის ბატალიონთან, იქნებ თვითონაც დაისვენოს და ჩვენც დაგვასვენოს!
10:46 / 11-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლენონა
ჩემი მეზობელი გავს ფადის გინდა გაგაცნო?იქნებ მერე მაინც დეისვენო:)
10:38 / 11-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ნეტა ამ ქალის გაჩუმება რამდენი დაუჯდება ბიუჯეტს?ქალის პროვოკაციაა.
19:07 / 10-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ია ყოველთვის ულამაზესია!ქლიავა კაცები არ არიან იასნაირი ქალის ღირსი!
16:51 / 10-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
რას გავს ფადი, მაგას მარტო ფულისთვის თუ გაყვება მართლა ვინმე.
16:43 / 10-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლოლა
ეს ქალი არის ულამაზესი, გასკდიტ გულებზე შურიანებო
16:30 / 10-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS