ამონარიდი შსს-ს განცხადებიდან:
"სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილს: ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა - 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ - გაგუდეს და დანის
იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის
შსს აცხადებს, რომ ეს რიტუალური მკვლელობა იყო. ვრცელდება ინფორმაციაც, რომ შესაძლოა დანაშაული შეიცავდეს კანბალიზმის ნიშნებსაც“.
ვინ არიან ეს ადამიანები, რა წრეში გაიზარდნენ, რატომ გახდნენ საზოგადოებისთვის ასეთი საშიში?
პროდიუსერი მაია სტეფნაძე ფეისბუქზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს.
"საზოგადოების ფარისევლობამ გამაოცა. ისე შეიცხადეთ სატანისტ ბავშვებზე, თითქოს ამ წლების განავლობაში ჩვენი გადაცემა არ ცდლობდა თქვენი ყურადღება მათ პრობლემებზე მიგვექცია.
რამდენჯერ შევეხეთ ამ თემას, რამდენჯერ გეხვეწათ გია ჯაჯანიძე - მშობლებო თქვენს შვილებს მიხედეთო. მაშინ დაგვცინოდით, მაშინ დადგმული შოუ გეგონათ. იმიტომ რომ არ გინდოდათ გეღიარებინათ, რომ თქვენი უსულგულობის გამო ეს ბავშვები უკვე სამუდამოდ დაიღუპნენ.
ვეხვეწეთ შსს-ს, განათლების სმინისტროს, სოციალურ სამსახურს და ამ ბავშვების და ზოგადად მიწისქვეშა გადასასვლელებში თვშეფარებულების პრობლემებით დსინტერესებავთხოვეთ. პასუხი იცით რა იყო? ეს ჩვენი პრობლემა არ არისო!!
ეხლა ვისი პრობლემაა? მაია სტეფნაძის და გია ჯაჯანიძის? დაიმახსოვრეთ, ამ ახალგაზდებს დახმარება სჭირდებოდათ და თქვენ მათ უარი უთხარით. ეხლა იცხოვრეთ ამ ცოდვით"