04 ნოემბერი, 2016
როგორ უმკლავდება ნინი ბადურაშვილი სირთულეებს - ''არასდროს ვყოფილვარ დეპრესიაში''
მომღერალი ნინი ბადურაშვილი ''წარმატების ფორმულაზე" გვესაუბრა. ნინიმ  გვიამბო იმაზე თუ რა თვისებებია საჭირო წარმატების მისაღწევად. ასევე განიხილა განსხვავებები მისი და პატარა ელენეს ხასიათებს შორის. მომღერალმა რეიტინგი.ჯისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მონაწილეობს კლიპში, რომელსაც ანრი ჯოხაძე საახალწლოდ იღებს.


- როდის დაიწყო თქვენი ვარსკვლავური ცხოვრება ?
- ვარსკვლავური ცხოვრება ალბათ უფრო მსოფილო შოუ ბიზნესის წარმომადგენლებს აქვთ. მე ბავშვობიდან სცენაზე ვარ, ხალხი მიცნობს მას შემდეგ, რაც ''ბასტი- ბუბუში'' გამოვჩნდი, მაშინ 6- 7 წლის ვიქნებოდი.

- ყველა ადამიანიანის ცხოვრებაში
დგება რთული პერიოდი, თქვენ როგორ უმკლავდებით სირთულეებს? რა არის თქვენი სტიმული?
- იმის მიუხედავად რომ მელანქოლიისკენ მიდრეკილი ვარ, ძალიან ოპტიმისტი ვარ. არასოდეს ვყოფილვარ დეპრესიაში, ჩემი თავი, საქმე და ოჯახი მეხმარება ვიყო ოპტიმისტი. ჩემი სტიმული არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ მიცნობენ მაგრამ მაგრძნობინებენ სითბოს. ჰოროსკოპით თხის რქა ვარ, ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს შრომისმოყვარეობა და შეუპოვრობა ახასიათებთ და ასევე ეს თვისებაა ერთ- ერთი მიზეზი იმ მიზეზებს შორის, რაც არ მაძლევს უფლებას დავითრგუნო.

- რას ეტყოდით ადამიანს, რომელსაც ბრძოლის უნარი აქვს დაკარგული?
- ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, არავინ იცის, გაუთენდება თუ არა შემდეგი დღე, ამიტომ ბრძოლის უნარის დაკარგვა ძალიან დიდი სისუსტეა.

- ყველამ იცის ვინ არის ნინი ბადურაშვილი, ტელეეკრანებზე გამოჩენისთანავე გცნობენ, თუმცა სულ რამდენიმე ადამიანმა თუ იცის, როგორი ხართ რეალურად. მომიყევით, როგორია ნინი ბადურაშვილი ახლო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად?
- მეგობრები ყოველთვის ამბობენ, რომ ძალიან პოზიტიური ადამიანი ვარ. როცა რამე მაწუხებს, უფრო მეტად ვცდილობ, კარგ ხასიათზე ვიყო, ამიტომ უგუნებობას ვერასდროს მამჩნევენ. ყველაზე კარგად ოჯახის წევრები მიცნობენ. სახლში, როცა ვარ, ხანდახან უხასიათოდ ვარ, მაგრამ როგორც კი ელენეს შევხედავ ყველაფერი მავიწდება. ჩემი შვილი, ელენე არის ჩემი სტიმული და ბედნიერება.

- რა მოგწონთ საკუთარ თავში ყველაზე მეტად?
- ბრძოლისუნარიანობა და შრომისმოყვარეობა.

- როგორი ბავშვი იყავით? ელენესა და თქვენს ბავშვობას შორის ხედავთ მსგავსებას?
- რადიკალურად განსხვავებულები ვართ. მე მეზიზღებოდა, როცა თავს ბავშვად მაგრძნობინებდნენ, ყოველთვის მშვიდი, მორჩილი და დამჯერე ბავშვი ვიყავი. ელენე, ჩემგან განსხვავებით, ძალიან ჯიუტი და ბუტია ბავშვია.

- ისურვებდით, რომ ელენე თქვენს კვალს გაყვეს?
- მე არაფერს დავუშლი. თუ ჩემი სფერო უფრო განვითარდება, გამიხარდება კიდეც ელენეს ამ სფეროში მოღვაწეობა. მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ საქართველო ძალიან ტრადიციული ქვეყანაა და ცნობილ ადამიანებს ყოველთვის აკრიტიკებენ, მირჩევნია სხვა გზას გაჰყვეს.

- რა არის თქვენი "წარმატების ფორმულა"?
- წარმატების ფორმულა არის დაუღალავი შრომა და სიახლეებისკენ სწრაფვა. ყოველთვის ვცდილობ, განვვითარდე და რაღაც ახალი გავაკეთო.

- ბოლოს რა გააკეთეთ ახალი?
- ახლა ვაკეთებთ ახალ კლიპს, რომელსაც ანრი ჯოხაძე იღებს. გადაღებები 8 ნოემბერს გვეწყება და პრემიერა ალბათ საახალწლოდ იქნება. სიმღერის სახელია "უშენოდ".

მარი კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS