04 ნოემბერი, 2016
ქმართან დაშორების შემდეგ მარიკა თხელიძემ სოციალურ ქსელში შვილის ფოტო გამოაქვეყნა
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მომღერალი მარიკა თხელიძე მეუღლეს, გიგა ანდრიაძეს დაშორდა. ეს ამბავი ბევრს გაუკვირდა, რადგან მათ ლამაზ სიყვარულზე ბევრს საუბრობდნენ.

მარიკა და გიგა 2014 წელს დაოჯახდნენ. გასულ ზაფხულს კი წყვილს ნიკუშა შეეძინათ. მარიკამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მეუღლემ ბავშვის დაბადების შემდეგ ჯიპი აჩუქა.

''რეიტინგთან'' საუბარში მარიკამ დაადასტურა, რომ მეუღლეს დაშორდა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

მომღერალმა ფეისბუქზე შვილის ფოტო პირველად გამოაქვეყნა, პატარა ნიკუშამ უამრავი მოწონება დაიმსახურა. 

RatingRatingRating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
იზა
ჩვენო ძვირფასო მარიკა! ულამაზესი და უსაყვარლესი მშვილი გყავთ, უფალმა გაგიზარდოთ ჯანმრთელი და ბედნიერი, ულევ სიხარულსა და საუკეთესო მომავალს გისურვებთ! ხშირად მახსენდება ბორჯომში თქვენი წარმატებული გამოსვლები. დიდი სიყვარულით: იზა
17:02 / 07-11-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS