04 ნოემბერი, 2016
მაიკო კაჭკაჭიშვილი: ”ამდენი წელი ატყუებენ მშობლებს, ეს ბოროტებაა!”
მუსიკოსმა მაია კაჭკაჭიშვილმა ცოტა ხნის წინ საკუთარი სტუდია გახსნა და სწორედ ამ ფაქტს მოაყოლა პოსტი, რომელსაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ბევრი მშობელი და მუსიკოსი დაეთანხმა, რომ მართალს ამბობდა და იმედი გამოთქვეს, რომ იქნებ მომავალი სიტუაცია ამ მხრივ ცოტათი მაინც შეიცვალოს. გთავაზობთ მაიას პოსტს და რამდენიმე კომენტარს:

"რამდენიმე მშობელს ჰქონდა სურვილი, გადმოეყვანა ბავშვი სხვა სტუდიებიდან, სადაც წლები დადიოდნენ, ჩემს სტუდიაში... ბავშვებს არანაირი მუსიკალური მონაცემი არ გააჩნიათ
და ძალიან მიკვირს იმ სტუდიების ხელმძღვანელების, ამდენი წელი მშობლებს რომ ატყუებენ და გადასახადს ბედნიერად ხარჯავენ. ჩემი აზრით,
ეს ბოროტებაა! ხარისხი მირჩევნია რაოდენობას, ესაა ჩემი კომენტარი". სრულად იხილეთ mshoblebi.ge - ზე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ლია
ჩემი შვილი დამყავდა ერთ-ერთ პედაგოგთან,პედაგოგთან არ დამილაპარაკია,ოჯახის წევრმა მითხრა დაანებე თავი სმენა არ აქვსო,ხოდა მეც გამოვიყვანე. დღეს ვნანობ ,იმიტომ რომ არის განსაკუთრებული ხმა რომელიც ჩემი აზრით ჩემს შვილს ჰქონდა და ის ხმა დაიკარგა ფაქტიურად,ჩემი ერთი პაპის ხმა რადიოს ოქროს ფონდშია შენახული,მეორის რომელსაც ასევე განსაკუთრებული ხმა ჰქონდა და ოლიმპიადებში იღებდა მონაწილეობას არც შემონახულა,შეიძლება სადმე იყოს,მაგრამ არც კი გვოძებნია კარგად.არ უნდა დაგვენებებინა თავიო,უნდა გვეტარებინაო ,_მოგვიანებით კი მითხრეს,მაგრამ რაღა დროს.სმენის განვითარება შეიძლებაო ,ბოლომდე რომ გვეცადა ეს ამბავი ხომ არ შემაწუხებდა,ასე რომ ზოგი ადრევე იხსნება,ზოგიც მოგვიანებით.
04:14 / 06-11-2016
გამოხმაურება / 0 /
ნიანია
მაია,როგორც ჩანს რადიკალისტია :D ასეც ვერ იტყვი,მაგ "მედალს "სხვა მხარეც აქვს,,მაგ:პედაგოგმა შეიძლება უთხრა კიდევაც -რაც უტაქტობაა,უბრალოდ შეგიძლია მიახვედრო,იმიტომ ,რომ თუ ეს მათი არჩევანია -ხელს ვერ შეუშლი,ის მოდის ფულს იხდის და სურვილი აქვს შვილი ამ მხრივ განავითაროს,ამიტომ ეს მისი არჩევანია და არა შენი,შენ მხოლოდ შეგიძლია დააკვალიანო ! არაფერი ისეთი არ ხდება საგანგაშო, - სტუდიის დიდი გამოცდილება მაქვს(სხვა სფეროში და სხვა ქვეყანაში) და დამერწმუნე ყველა ჩემპიონი ვერ ხდება და არც არავინ იცის საბოლოოდ ვინ "რა "გამოვა",სამაგიეროდ, განვითარების მხრივ -დიდი ძვრები აქვთ! ამიტომ ,როდესაც ასეთ საქმეს ჰკიდებთ ხელს .სულ ცოტა ,ფსიქოლოგიაში ან პედაგოგიკაში უნდა გაერკვეთ და დაძლიოთ ეგოიზმი!:) როგორც კომპოზიტორი კი მართლა მაგარი ხარ და ასევე,ამომავალი ვარსკვლავების დედა!
16:51 / 05-11-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS