ივენთი "დაუნთაუნის" ახალგახსნილ ფილიალში გაიმართა, რომელიც თბილისის ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს უბანში, მარჯანიშვილის 5 ნომერში მდებარეობს. აქ თქვენ შეგიძლიათ შემოდგომის და კარზე მომდგარი სუსხიანი ზამთრის საღამოები მყუდროდ, გემრიელად და საინტერესოდ გაატაროთ. რესტორანი მომხმარებელს სთავაზობს ევროპული და ქართული კეძრების განახლებულ არჩევანს და მაღალი ხარისხის მომსახურებას. გარდა ამისა,
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს დახვდათ სასიამოვნო გარემო, ფურშეტი კერძების ფართო არჩევანით, ცოცხალი მუსიკა და ბევრი სურპრიზი. ღონისძიების გენერალურმა პარტნიორმა, პროფესიონალურმა ბრენდმა "სიოსმა" სახალისო კონკურსი ჩაატარა, მოწვეულ სტუმრებს შორის თავისი რჩეული "სიოსის გოგო" გამოავლინა და ბრენდისგან საჩუქარი გადასცა. სიოსის რჩეული კრისტი ყიფშიძე გახდა.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საზოგადოების ცნობილი წარმომადგნელები და ასევე უცხოელი სტუმრები. დამსწრეებს შეეძლოთ სახალისო შეჯიბრებებში მონაწილეობა და პრიზების მოგება. "ბომონდმა" ლოტოტრონში გამარჯვებულებს მრავალფეროვანი საჩუქრები გადასცა, თითოეულმა გამარჯვებულმა საჩუქარი პროფესიონალურ ბრენდ ''სიოსისგანაც'' მიიღო. ხოლო "დაუნთაუნმა" მოაწყო შეჯიბრება მისი საფირმო და დაუნთაუნის ქსელში პოპულარული კოქტეილის "აპეროლ შპრიცის" დამზადებაში და გამარჯვებულები რესტორნის სასაჩუქრე ვაუჩერებით დააჯილდოვა.
სტუმრების კარგ განწყობაზე, საღამოს წამყვანებმა მანიკა ასათიანმა და მიკი ჯეჯელავამ იზრუნეს, წვეულებას ასევე აფორმებდა ბენდის მიერ შესრულებული ცოცხალი მუსიკა. ღონისძიება დაგვირვინდა ტორტის საზეიმო გაჭრით და ფეიერვერკით.
იხილეთ ფოტოგალერეა




