03 ნოემბერი, 2016
"ყვარელში ნაზი ბებო უკვე იცინის” - აკა სინჯიკაშვილის მორიგი ქველმოქმედების ამბავი
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მაყურებელს 90 წლის ნაზი სეფიაშვილი გააცნო, რომელიც ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში შვილთან ერთად ცხოვრობს. მოხუცი 5 წელია ლოგინად არის ჩავარდნილი. მისი პენსია ოჯახის ერთადერთი შემოსავალია. "ხან სამი დღე ვარ მშიერი. მრცხვენია, რომ ვთქვა, მაგრამ მოხარშული კვერცხი მინდა, ისიც არ მაქვს.."

ნაზი ბებოს ამბავმა მთელი "ფეისბუქი" შეძრა. მის დასახმარებლად კახეთში მაშინვე გაეშურა აკა სინჯიკაშვილიც, რომელსაც უკვე მთელი საზოგადოება თავისი საოცარი ქველმოქმედებით იცნობს და გვერდში უდგას.
აკამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

"ყვარელში ნაზი ბებო
უკვე იცინის ))) <3

აქვს ყველაფერი, რაც სჭირდებოდა. ვუყიდეთ ქათმები, გოჭები, სარეცხის მანქანა და დავეხმარეთ ოჯახური პრობლემების მოგვარებაში ♥ამის გარდა - კომპანია "ნიკორა"-მ ბებოს აჩუქა ერთწლიანი ბარათი ყოველ თვე 100 ლარის გამოყენების პირობით და კომპანია "ლიტვური საცხობი" კვირაში სამჯერ პურს მოიტანს ბებოსთან <3 იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მარა
აკა გაიხარე, უფალი გფარავდეს შენ და ყველა იმ კეთილ ადამიანს ვინც ამ ბებოს და სხვა გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარება. მოხუცის დახმარება უდიდესი მადლია.
02:22 / 04-11-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS