03 ნოემბერი, 2016
ვინ უყვარს ყველაზე მეტად ეკო ფანგანს - ''პრეზიდენტი რომ ვიყო''...
სახელი და გვარი: ეკო ფანგანი

ჰოროსკოპი: ტყუპები

რომ შემეძლოს წარსულში დაბრუნება:
გავხდებოდი თეატრის მსახიობი.

ვნანობ, რომ: არ გავხდი თეატრის მსახიობი (იცინის).

მაღიზიანებს, როცა:
უცნობი ადამიანები შენობით მელაპარაკებიან, საჯაროდ იგინებიან, სოციალურ ქსელში ბილწსიტყვაობენ და მანქანას მართავენ ადამიანები, რომლებმაც ტარება არ იციან.

მიყვარს, როცა: ვაკეთებ საყვარელ საქმეს და ვარ ადამიანებთან, რომლებიც მიყვარს.

განტვირთვისთვის: ვვარჯიშობ, წიგნს ვკითხულობ ან მეგობრებთან ერთად ვატარებ დროს.

როცა საკუთარ თავთან მარტო ვარ: ვფიქრობ.

სხვები თვლიან, რომ ვარ: ფსიხი (იცინის).

საკუთარ თავში: რისი შეცვლაც
მსურდა, ეს იყო ცხვირის წვერი და უკვე შევცვალე (იცინის).

ყველაზე სახალისო ჭორი რომელიც გავიგე საკუთარ თავზე:
ზემფირას უყვარსო (იცინის).

ბავშვობაში მეგონა, რომ: გავხდებოდი მხატვარი.

შემიძლია ვაპატიო: ყველაფერი, გააჩნია გარემოებებს.

ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს: დედა.

ჩემი დევიზია: ის, რომ დევიზი არ უნდა გქონდეს, რადგან არასდროს იცი, ცხოვრება რას გიმზადებს.

ჩემი საყვარელი პერსონაჟი: ბავშვობაში იყო პრინცესა ანა რომაული არდადეგებიდან.

პრეზიდენტი რომ ვიყო: მაქსიმალურად დავეხმარებოდი ხალხს, ვისაც დახმარება სჭირდება, ავკრძალავდი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დახურულ სივრცეში მოწევას და გავამწვანებდი თბილისს.

საკუთარი თავი 10 წლის შემდეგ წარმომიდგენია: კვლავ ტელევიზიაში, მაგრამ ოჯახთან ერთად.

ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის: საყვარელ ადამიანებთან ერთად მყუდროდ ცხოვრება და საყვარელი საქმის კეთებაა.

ზებუნებრივი ძალა რომ მქონდეს მექნებოდა: მოვლენების წინასწარ განჭვრეტის უნარი, შეიძლება ითქვას, რომ მაქვს კიდეც.

ვტირი - ყველაფერზე.

ყველაზე მეტად მეშინია: ომის და ამას 2008 წელს მივხვდი.

არასოდეს: ვყოფილვარ ბრაზილიაში.

სანამ საზოგადოებისთვის ცნობადი სახე გავხდებოდი ვფიქრობდი: ისე, როგორც ახლა.

ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს: გავაკეთებდი მოხუცთა თავშესაფარს, სადაც ყველა მოხუცი ისე ბედნიერად იცხოვრებდა, რომ ვერც კი იგრძნობდა მოხუცებულობას.

ტრანსფორმაცია რომ შემეძლოს: დავრჩებოდი იმად, ვინც ვარ. მადლობა იმისთვის ვინც ვარ ღმერთს, მშობლებს და ყველას, თუნდაც თქვენ, რადგან მთვლით იმის ღირსად რომ ინტერვიუ ჩამომართვათ.

მარიამ კაკაურიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS