02 ნოემბერი, 2016
''გამეცინა, როცა გავიგე, რომ თამო ვაშალომიძე მკვდარი იპოვეს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ''
მოდელი თამო ვაშალომიძე თავის ''წარმატების ფორმულაზე" გვესაუბრა. რეიტინგი.ჯისთვის მიცემულ ინტერვიუში თამომ მის შესახებ ყველაზე ''ცხელი ჭორიც" გაიხსენა. თუ ხალხს დავუჯერებთ სექსსიმბოლო ნარკოტიკის გადამეტებულმა დოზამ იმსხვერპლა. მოდელმა გეგმებიც გაგვიზიარა, აღმოჩნდა, რომ სულ მალე ამერიკაში მიემგზავრება.

- როდის დაიწყო თქვენი ვარსკვლავური ცხოვრება ?
- ვარსკვლავური? (იცინის) საერთოდ, ხუთი წელია რაც შოუბიზნესში ვარ. საქართველოს სახელით წავედი კოსოვოში კონკურსზე და 50 ქვეყნიდან გავედი მეხუთე ადგილზე, გავხდი ევროპის ტელევიზიების რჩეული, შემდეგ იყო რაღაც კონტრაქტები. რაც შეეხება იმას, წარმომედგინა თუ არა, რომ
წარმატებას მივაღწევდი, დიახ, ჩემ საქმეში, რა თქმა უნდა, წარმომედგინა, მაგრამ ასე მალე თუ გავხდებოდი ცნობილი, არ მეგონა.

- ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები როგორ შეხვდნენ თქვენს პოპულარობას?
- ვისთანაც კონტაქტი არ მქონდა, გაუკვირდათ, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ზოგადად, იმდენად მიზანდასახული ადამიანი ვარ, როდესაც რაიმეს მიზნად დავისახავ, აუცილებლად ვაღწევ, ახლო მეგობრებისთვის ეს არ იყო მოულოდნელი.

- ზოგიერთ ადამიანს წარმატების მისაღწევად სტიმულს პირად ცხოვრებაში იმედგაცრუება და წარუმატებლობა აძლევს, ამბობენ, რომ თქვენს შემთხვევაშიც ასე იყო? მართალია?
- არანაირი იმედგაცრუება, პირიქით, ბავშვობიდან მინდოდა, რომ წარმატებული და ცნობილი ვყოფილიყავი. საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო ფოტოგრაფს შევხვდი და მირჩია, სააგენტოში მივსულიყავი. ალბათ, ეს იყო ჩემი სტიმული.

- ხალხი აქტიურად ათვალიერებს თქვენს ფოტოებს და ამბობს, რომ აბსოლუტურად გარდაისახე. ეთანხმები მათ?
- თმის ფერი შევიცვალე, გავხდი და ვფიქრობ, ადამიანი ერთფეროვანი არ უნდა იყოს, როგორც ჩაცმის სტილით, ასევე - გარეგნობით. რაც შეეხება, პლასტიკურ ოპერაციებს არაფერი არ მაქვს გაკეთებული.

- რამდენად განსხვავდება ახლანდელი თამო ძველი თამოსგან?
- წონის კლების და თმის ფერის გარდა, ვფიქრობ, არანაირი ცვლილებაა.

- რას შეცვლიდით წარსულში?
- არაფერს არ შევცვლიდი, რადგან წარსული რომ არ ყოფილიყო, ახლა ისეთი არ ვიქნებოდი როგორიც დღეს ვარ.

- რა მოგწონს საკუთარ თავში ყველაზე მეტად?
- ჩემი ვიზუალი მომწონს. დაკონკრეტებით ხელი, ფეხი, ცხვირი, მუცელი თუ მკერდი ვერ გეტყვით. ყველაფერი მომწონს საკუთარ თავში.

- როგორი მოზარდი იყავი?
- ძალიან ცელქი. ვიზრდებოდი ბიჭივით, დავდიოდი კალათბურთზე, მინდოდა ფეხბურთელი გამოვსულიყავი (იცინის). როდესაც 16 წლის გავხდი, გადავწყვიტე სახლიდან წამოვსულიყავი და დამოუკიდებლად მეცხოვრა. არ ვნანობ ამ ნაბიჯის გადადგმას. ბავშვობიდან ბევრ ფილმს ვუყურებდი და ყოველთვის მომწონდა დამოუკიდებელი, ლამაზი, წარმატებული სექსუალური ადამიანები. თინეიჯერულ ასაკში პირად ცხოვრებაშიც აქვთ ხოლმე ცვლილებები.

- ოჯახური კონფლიქტის საფუძველზე წამოდით სახლიდან?
- ეს იყო ერთ- ერთი ძირითადი მიზეზი, მაგრამ სალაპარაკოდ არ მიღირს.

- ისევ კონფლიქტი გაქვთ თუ უკვე მოგვარდა ის პრობლემა, რის გამოც 16 წლის ასაკში სახლიდან წამოხვედით?
- მოგვარდა, ორივე მხარეს გვაქვს აბსოლიტურად სტაბილური და ნეიტრალური დამოკიდებულება და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, უბრალოდ მე ისევ მარტო განვაგრძობ ცხოვრებას.

- ყოველთვის ყურადღების ეპიცენტრში ხართ, თქვენზე ჭორაობა არასდროს წყინდებათ, გაღიზიანებთ ეს ფაქტი თუ შეგუებული ხართ ან იქნებ, მოგწონთ კიდეც?
- ყურადღება ყველა ადამიანს სიამოვნებს, რომ ვთქვა ვღიზიანდებითქო, მაშინ მოდელი საერთოდ არ ვიქნებოდი. თავიდანვე შეგუებული ვიყავი. როცა ცნობილი ხარ, უნდა იცოდე რა დოზით მიაწოდო საზოგადოებას საინტერესო ინფორმაცია. ასევე, შეუძლებელია ყველას მოეწონო, მაგრამ უნდა ეცადო საკუთარი თავი ისე გეჭიროს, რომ არ იყო გამაღიზიანებელი.

- ყველაზე მეტად რომელმა ჭორმა გაგახალისა?
- სალონში ვიყავი, როცა ჟურნალისტმა დამირეკა და მკითხა - "თამო, გამარჯობა. მართლა მოკვდი?" (იცინის). გამეცინა, როცა გავიგე, რომ თამო ვაშალომიძე მკვდარი იპოვეს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ და ასე შემდეგ. არც ვსვამ და არც ვეწევი.

- რას ფიქრობ მომავალზე? რა გეგმები გაქვს?
- უამრავი გეგმა მაქვს, ახლო მომავალში საქართველოდან ამერიკაში წასვლას ვაპირებ ცოტა ხნით.

- გასართობად თუ საქმიანი ვიზიტით?
- საქმიანი ვიზიტით.

- არის იმის შანსი, რომ იქ საცხოვრებლად გადახვიდეთ?
- ჯერ- ჯერობით რაღაც საქმეები მაქვს, მაგრამ არ არის გამორიცხული.

- როგორი მამაკაცები მოგწონთ?
- ასე არ მაქვს ჩამოწერილი კრიტერიუმები, თუმცა მე ძალიან რთული ადამიანი ვარ და მამაკაცი, რომელიც ჩემ გვერდით იქნება აუცილებლად ძლიერი უნდა იყოს.

მარიამ კაკაურიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS