"მეშვიდე კლასში ვიყავი, რომ შემიყვარდა. ერთნამეთს არც კი ვიცნობდით, სიმღერებით გადავცემდით გრძნობებს. როცა მის სოფელში ჩავიდოდი, მის მელოდიებს გავიგონებდი და მეც სიმღერებით ვპასუხობდი. ერთხელ, ჯარობაზე, სათამაშო მოედანზე შევხვდით და ცოლობა მთხოვა. შევეხვეწე, სკოლას დავამთავრებ, მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარებ და გამოგყვები-თქო. დამეთანხმა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩამომაკითხა. მაგრამ ვერ გავბედე, ცოტა შემეშინდა. ერთი კვირა მელოდა ქობულეთში. მერე წავიდა. დავბრუნდებიო, შემპირდა.
იმავე საღამოს სახლში უცხო ადამიანები მოვიდნენ. მამას დაელაპარაკნენ. ჩაიცვიო, მამამ, სტუმრად მივდივართო. გზაში
არც ერთი დღე ბედნიერი არ ვყოფილვარ. ჩემი ქმრის ოჯახმა სახელიც კი შემიცვალა, ლეილა დამარქვეს, ჩემი ქმრის დის საპატივცემულოდ. მე კიდევ გული უფრო მომწონდა. ჩემს ქმარს იმ ქალთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. ხშირად გაბოროტებული ბრუნდებოდა სახლში და მოკვლით მემუქრებოდა. ხან იარაღით, ხანაც ნაჯახით მაშინებდა. მე მადანაშაულებდა, რომ მისი სიყვარულის საქმეც უიღბლოდ წავიდა. სახლშიც ვერ ვბრუნდებოდი, მშობლებმა მითხრეს, სახელს ნუ შეარცხვენ ჩვენსასო. დავრჩი ასე, მარტო ჩემს დარდებთან... იხილეთ სრულად