დედოფლისწყაროელთა მონაწილეობით „ეტალონს“ მაყურებელი „პირველ არხზე“ 12 ოქტომბერს 18:00 სთ-ზე იხილავს.
პირველი ქალაქის, რომელმაც „ეტალონის“ 2013-2014 სასწავლო წლის სეზონში მიიღო მონაწილეობა, დედოფისწყარო გახლდათ. თამაში რაიონის გამგეობისა და საკრებულოს თაოსნობით შედგა და მასში მონაწილეობის მისაღებად დედოფლისწყაროს სკოლების 10 გამორჩეული მოსწავლე შეირჩა.
თამაშს საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი მეუღლესთან ერთად. სწორედ ელჩმა და დედოფლისწყაროს გამგებელმა ირაკლი შიოლაშვილმა დააჯილდოვეს გამარჯვებული მოსწავლე, მას საჩუქრად ისრაელის სახელმწიფოს სახელით დაწესებული პრიზი - ნოუთბუქი გადაეცა.
2013-2014 სასწავლო წელი
„ეტალონში“ საქართველო-ისრაელის მეგობრობის წლადაა გამოცხადებული.
დედოფლისწყაროელთა მონაწილეობით „ეტალონს“ მაყურებელი „პირველ არხზე“ 12 ოქტომბერს 18:00 სთ-ზე იხილავს.