31 ოქტომბერი, 2016
რატომ დაემუქრნენ პოლიციაში და როგორია ნამდვილი დუდუს ცხოვრების უცნობი ისტორიები
პოპულარული დუდუს როლის შემქმნელი 25 წელზე მეტია, რაც თეატრის სცენაზე დგას, თუმცა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა ის "ჩემი ცოლის დაქალებით" აღმოაჩინა. ყურადღების ცენტრში ყოფნა მსახიობისთვის თავიდან იოლი არ გამოდგა, პირიქით, ცოტათი შებოჭა კიდეც.
სცენარისტის მიერ, ქართველ მაყურებელზე კარგად გათვლილი დუდუს როლი, მუსკომედიის მსახიობმა ალეკო ბეგალიშვილმა მოირგო. მიუხედავად იმისა, რომ თავისი გმირისგან ძალიან განსხვავდება, შეძლო იმდენად ბუნებრივი ყოფილიყო, ეკრანზე გამოჩენისთანავე მაყურებლის საყვარელ გმირად იქცა.

,,ნიუპოსტთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მსახიობი მისი ცხოვრების საინტერესო დეტალებს ჰყვება.

ალეკო ბეგალიშვილს, დუდუს თვისებები
ცხოვრებაში არ გადმოუტანია, დუდუ მისი ნიჭისა და სამსახიობო ოსტატობის შედეგია. ამიტომ შეიძლება ითქვას რომ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როდესაც ინტერვიუს ჩაწერა არა "დუდუსთან" (როგორც, ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე) არამედ, რადიკალურად განსხვავებულ ტიპაჟთან მომიხდა.


მსახიობების ოჯახში გაიზარდა, მაგრამ ძმებისგან განსხვავებით, რომლებიც მშობლების კვალს მიჰყვნენ მსახიობობა, თურმე არც არასოდეს უნდოდა. თუმცა "გავლენამ" თავისი როლი ითამაშა და მერე გენმაც იმძლავრა. მუსიკოსობაზე მეოცნებე ბიჭი ნიჭიერ მსახიობად იქცა. შორეულ მოგონებებში დარჩა ჯგუფი, სადაც უკრავდა და სიმღერები, რომლებიც წლების წინ იწერებოდა... ახლა დაკვრა უმეტესწილად საძმაკაცოში უხდება. უყვარს გიტარა, მუსიკა, ბოჰემური ცხოვრება, ბოდიალი და ძმაკაცებთან ერთად დროს ტარება.

საუბარს თეატრით ვიწყებთ... ჩემი რესპონდენტი ერთ საათში სხვა როლს მოირგებს... მუსიკისა და დრამის თეატრში დოის განსხვავებული სპექტაკლის პრემიერა "ბალიშის კაცუნა" თამაშდება.

ალეკო ბეგალიშვილი: "არ ჰგავს სხვა სპექტაკლებს, არ ზის ჩარჩოებში, ცოტა უცნაურია, ცოტა მძიმეც, ისეთი თემატიკაა, რომ ყველას თავის თავში ჩაახედებს... ისეთ რაღაცებს ამოქექავენ და გაიხსენებენ რაც შეიძლება მიმალული და მიჩქმალული იყო სადღაც ქვეცნობიერში, და ხვდები, რომ ამ ყველაფერს ყურადღება უნდა მიაქციო.

-რთული იყო შენთვის ეს როლი?

-არა, რთული არ იყო, მაგრამ საინტერესოა ძალიან, ფორმაა თვითონ ისეთი, რომ პირველად მომიწია ასეთ ფორმაში მუშაობა.

-სცენაზე დგომა რას ნიშნავს შენთვის? რა ხდება იმ დროს როცა სცენაზე ხარ?

-სცენა, ყველაზე დიდი კაიფია, ყველა ნარკოტიკზე... დამხმარე საშუალებები არ გჭირდება... იმხელა ადრენალინი მოიდის მაყურებლისგან, რომ მორფინისტს შეშურდება, ისეთი "პრიხოდი " აქვს.

არის რა თქმა უნდა, რაღაცებიც, რაც ყურადღებას გიფანტავს, ხმაური კულისებიდან, ზარი მაყურებლის, ტელეფონის გათიშვა რომ ავიწყდებათ... მაგრამ უნდა გაატარო. ხანდახან ნერვებს კი გვიშლის მაგრამ არ ვიმჩნევთ. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS