31 ოქტომბერი, 2016
"მარშუტკიდან" ჩამოსვლა ძლივს მოასწრო, მძღოლმა მანქანა დაძრა... ჩემი მეგობრის დედა გარდაიცვალა"
რატომ ვიტანჯებით მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით?!

ჩემი მეგობრის დედა გარდაიცვალა. სამარშუტო ტაქსის კარში, ჩანთა ჩაჰყვა და მანქანამ რამდენიმე მეტრი ათრია. 60-ს მიღწეულმა ქალბატონმა, "მარშუტკიდან" ჩამოსვლა ძლივს მოასწრო, რომ მძღოლმა მანქანა დაძრა... სახსრები სულ დალეწილი ჰქონდა. მცირე დაზიანებად შეაფასეს ექიმებმა, მაგრამ საავადმყოფოდან გაწერიდან რამდენიმე დღეში, სახლში გარდაიცვალა.

ყველაზე მეტად შოკში ჩამაგდო იმ ფაქტმა, რომ მსგავსი შემთხვევები, არცთუ იშვიათი ყოფილა ჩვენს ქალაქში. ეს ინფორმაცია, საავადმყოფოში, ექიმებისგან გავიგე. ამასწინათ, ახალგაზრდა გოგოს, გრძელი კაბა მოჰყოლია კ
არში და ხალხს ყვირილი, რომ არ მოესწრო, რამდენიმე წამში გოგონა, მანქანის ბორბლებს ქვეშ აღმოჩნდებოდა.

ანუ ზემოთ მოყვანილი ამბავი, მხოლოდ უბედური შემთხვევა არ არის. აგრესიული და უკულტურო მძღოლები, არა მხოლოდ უხეშად გვპასუხობენ, არამედ მგზავრების სიცოცხლესაც საფრთხეში აგდებენ და როგორც ნივთებს, ისე გვექცევიან.

მგზავრები ვერ ვიცავთ თავს, რადგან კანონისა და სიმკაცრის არავის ეშინია და თუ, რამის თქმას გაბედავ, დარჩები გალანძღული. სულ ეს არის.

ამ ფაქტიდან, დიდი ხანი არ იყო გასული და ერთ-ერთ ე.წ მარშუტკაში, შევესწარი, როგორ უხეშად მიმართავდა მძღოლი, შუახნის ქალბატონს. ვიდრე გავაჩერებ, რატომ სწრაფად არ გადმოდიხარ კართან, შენ გელოდოო?! ქალი ხმას არ იღებდა. მძიმე ჩანთით აქეთ-იქით ეხეთქებოდა, ძლივს მიაღწია, კარამდე. მერე, ჩასვლა ძლივს მოასწრო, რომ ისეთი სისწრაფით დაძრა მძღოლმა მანქანა, კარი თავისით მიჯახუნდა. ჩემი მეგობრის უბედურება გამახსენდა.

ვერ მოვითმინე და შევეცადე, აბსოლუტურად მშვიდად, მძღოლისთვის მიმემართა: "მაპატიეთ, თქვენ გაწერილი გაქვთ რამდენ ხანში უნდა იყოთ დანიშნულების ადგილზე?! - შენღა მაკლდი რაა!? - შემომიღრინა. ბოდიში მოვუხადე და ავუხსენი, რომ პასუხი ინფორმაციისთვის მჭირდებოდა.

აგრესია ვერ შეიკავა და "შემიკურთხა", სიჩქარესაც მოუმატა. ერთი-ორ ადგილზე, ავარიული სიტუაციაც შექმნა და ასე შემდეგ... ვიდექი მე და ჩემსავით, ბევრი სხვა ბედს მინდობილი, მოლოდინით, როდის გააჩერებდა მანქანას, როდის დამშვიდდებოდა." მარშუტკიდან" ჩასვლისას, ვუთხარი, რომ აუცილებლად ვუჩივლებდი...

დარწმუნებული ვარ ასეთ ვითარებაში ყველა ის ადამიანი არაერთხელ აღმოჩენილა, ვისაც ამ ტრანსპორტით უწევს გადაადგილება ქალაქში. ასეთი მძღოლები, ხომ სანთლით საძებარნი არ არიან?!

მოკლედ, სანამ დანიშნულების ადგილამდე მიხვალ, აღარც ჯანმრთელობა გაქვს და აღარც ნერვები. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ნინა
ხოო უხეშობენ,ვიცით რომ ნერვები გაუფუჭდათ ხალხს, მაგრამ ჩვენც ცოდოები ვართ,მეორეც ძალიან ცუდად დადიან გეგონება შეშა გადაქონდეთ ისე დადიან.მოკლედ მოსაგვარებელია ეს სტრუქტურა.(ეს ყველა მძღოლს არ ეხება)
18:32 / 03-11-2016
გამოხმაურება / 0 /
salome
Zustad erti kviris win mechqareboda universitetshi da AR vicodi Ra unda gamecherebina sacxovrebeli adgili ramdenime tvea rac shevicvale da jer kidev ver davimaxsovre sad Ra nomeri modus amitom pirvelive samarshuto taqdi gavachere (sakmaod kargad vxedav tumca use swrafad chamoiara ver movaswari warweris wakitxva)da vkitxe ukacravad vakeshi xom AR gaivlittqo? Iseti saxit shemomxeda da use gijivit gavarda verc Karis daketva movaswari da rom AR gamovweuliyavi swrafad shesadzloa fexzec gadaevlo, Ra tqma unda pasuxi AR gamca. Uceb Chen ravze gavbrazdi rogor ver wavikitxe warweratqo magram warmoidginet Chen adgilze is vinc ver xedavs kargad an ubralod moxuci adamiani dzalian damcirebelia es yvelaferi. Tumca arseboben mdzgolebi romlebic gamoirchevian tavisi zrdilobit da xalxis pativiscemit.
00:50 / 03-11-2016
გამოხმაურება / 0 /
dodo
მართლა მატხოვრები. გაბედონ და ისე გავლანძღო რული დაავიწყდეს. ალბად ეს თბილიში ხდება.რეგიონებში არარის ასე ზალიან საყვარელი მძღოლები არიან უფულოდაც მიყავთ ვისაც არაქვს.მე რუსთავში ვცხოვრობ და მსგავს ფაქტს არ შევსწრებივარ.მხოლოდ ერთი მძღოლი არმომწონს რომელიც სულ კლიენტების ნაკლებობაზე ბუზღუნებს და შურს სხვა მძღოლების მე რატომ არ მომყვებიანო.თუმცა ეს კაციც ძალიან გულ კეთილია თუ სთხოვ და არ გაქვს ფულსაც არ გამოგართმევს იქეთ დაგეხმარება. არაერთხელ შევესწარი მსგავს ფაქტს. ასე რომ თბილისელო მძღოლებო ნუ უტეხავთ სხვა მძღოლებს სახელს. დღეს ხართ ხვალ აღარ იქნებით ეს ცხოვრება წამია.
22:20 / 31-10-2016
გამოხმაურება / 0 /
nani
შვიდი თვის ავადმყოფი ბავშვით ვაგზალზე ჩავჯექი ე,წ "მარშრუტკაში"და ბავშვთა საავადმყოფოსთან რომ ჩამოვედი ძღოლმა ბავშვის ფულიც გადამახდევინა.რატომ მეთქი რომ გავიკვირვე,ლანძღვა-გინება დამიწყო 15 წუთი რომ მაგ სკამზე ზიხარ და 6 გაჩერება მანდედან არ ამდგარხარ კიდევ კითხულობ რატომო? მართალია მას შემდეგ 34 წელი გავიდა,მაგრამ ზუსტად ისევე მტკივა გული და ცუდად ვგრძნობ თავს,როგოც მაშინ.
20:12 / 31-10-2016
გამოხმაურება / 0 /
თიკო
ან თუ ახვედი დაჯდომასაც არ გაცდის,, ეგრევე მიდის,, ერტხელ ვიჯექი და ამოვიდა გოგო მაგალ ქუსლებზე ტან ნაწვიმარი იყო და ხო დაიძრა ეს მარშუტი და ამ გოგოს გაუსრიალდა პეხი და წაიქცა,,, არც დააცადა დაჯდომა,, ისე გავბრაზდი კარგად მივალანძღე მძღოლი.... რა უბედურებაა მარა დრო აქვთ თავისი და იმ დროში უნდა იყოს იქ მაგრამ დაამატონ 10 წუთი ხო შეიძლება...
18:34 / 31-10-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS