როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით არის დაწყებული. უწყების ინფორმაციით, უკვე იდენტიფიცირებულეი არიან პირები, ვინც ვიდეოკადრებში ფიგურირებენ.
"უკვე მოხდა მათი გამოკითხვა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები" - აცხადებენ შსს-ში.
შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ აწვალებს ორი ახალგაზრდა მოხუც ქალს. როგორც ირკვევა, ვიდეო იმერეთის ერთ-ერთ სოფელშია გადაღებული და ყოუტუბე-ზე მარტშია
მოხუცის შვილიშვილია. მეორე კი, ახალგაზრდა ბიჭი კისტის თოფით ტყვიებს ესვრის მოხუცს და აწვალებს. კადრში ჩანს, როგორ ხალისობენ და იცინიან ახალგაზრდები მოხუცი ქალის რეაქციებზე, რომელიც სთხოვს შვილიშვილებს ძალადობა შეწყვიტონ.
ვიდეოს ფეისბუქზე მწვავე კომენტარები მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლები სამართალდამცველებისგან სწრაფ რეაგირებას და მოძალადე ახალგაზრდების სათანადო დასჯას მოითხოვენ. იხილეთ ვიდეო