09 ოქტომბერი, 2013
გახდა თუ არა მესამე ადამიანი სოფო ბედიას ოჯახის დანგრევის მიზეზი
ბოლო დროს უფრო გართულდა ჩვენს ოჯახში სიტუაცია და ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც დამთავრდა თბილისში სწრაფად გავრცელდა ხმა, სოფო ბედია, ქმარს გაშორდაო. რასაკვირველია, ყველას გაგვიკვირდა. ჯერ კიდევ ზაფხულში წყვილი ერთად თავს ბედნიერად გრძნობდა და ჟურნალისტებს გვიყვებოდნენ, თუ როგორ უყვარდათ ერთმანეთი.

სოფო ბედიამ და მიშიკო შაყულაშვილმა 2005 წელს, ჯემალ სეფიაშვილის წყალობით გაიცნეს ერთმანეთი. სეფიაშვილმა ''ნუცას სკოლელები'' შეკრიბა.

მიუზიკლის დადგმას აპირებდა და დასახმარებლად ''ნუცას სკოლელებთან'' მუსიკოსი და მომღერალი მიშიკო შაყულაშვილი მიიწვია. სოფო და მიშიკო 2008 წელს დაოჯახდნენ და
ჰყავთ ერთი შვილი ნიკუშა.

ზაფხულის დასაწყისში ''ფეისბუქზე'' სოფო ბედიამ დაწერა, რომ უზომოდ ბედნიერი იყო, რადგან ბავშვს ელოდებოდა. სამწუხაროდ მისი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდა. სოფოს დავურეკე და მეუღლესთან დაშორებაზე რამდენიმე კითხვა დავუსვი.

სოფო:
- მეუღლეს მართლა დავშორდი, მაგრამ არ მინდა ამ თემაზე ბევრი საუბარი. თუ გაინტერესებთ, შემოქმედებით გეგმებზე ყველაფერს გიამბობთ.
- რთული პერიოდის მიუხედავად, მაინც აქტიურად აგრძელებთ მუშაობას ახალ სიმღერებზე?
- რა თქმა უნდა, სიმღერაზე უარის თქმას არ ვაპირებ.
- რა გახდა შენი და მიშიკოს დაშორების მიზეზი?
- არ მინდა, ამ თემაზე საუბარი.
- ვიცი, რომ ზაფხულში თავს ერთად ბედნიერად გრძნობდით. ''ფეისბუქზეც'' დაწერე, რომ ბავშვს ელოდებოდი და რომ ამაზე უფრო დიდი ბედნიერება ქალისთვის არ არსებობს.
- უკვე ოთხი თვეა, ფეხმძიმედ აღარ ვარ. მუცელი ერთი თვის რომ ვიყავი, მაშინ მომეშალა.
- როგორ ფიქრობ, შერიგება გამორიცხულია? მიშიკო არ ცდილობს შერიგებას?
- მისი მხრიდან არის შერიგების მცდელობა, მაგრამ მე ამის არანაირი სურვილი არ მაქვს.
- მესამე ხომ არ ჩადგა თქვენს შორის?
- არანაირი მესამე ადამიანის გამო ან დავშორებივართ. ჩვენს შორის ურთიერთობა დიდი ხნით ადრე დაიძაბა. უბრალოდ, ბოლო დროს უფრო გართულდა ჩვენს ოჯახში სიტუაცია და ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც დამთავრდა.

P.S. სოფო ფაქტია, რომ დაშორების შემდეგ თავს ცუდად ნამდვილად არ გრძნობს, რადგან სოციალურ ქსელში ახალი იმიჯით ფოტოებს აქვეყნებს და როგორც ჩანს არც მეგობრებთან ერთად გართობაზე ამბობს უარს. რაც შეეხება ფოტოს გიგი ვანდერთან ერთად მუსიკოსები გასულ კვირას ეკა ხოფერიას გადაცემას სტუმრობდნენ...

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 24 /
ელენე
ძალიან ცუდია ოჯახის დანგრევა...და კიდევ უფრო ცუდი თუ ეს ამბავი ასე იოლად გადაატანი ეჩვენება სოფოს...ნანიკომ მე მგონი მართალი დაწერა...
17:59 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
ნუ ხართ გოგოებო ბოროტები,სოფო ძალიან ლამაზი და წესიერი გოგოა.წარმატებები კარიერაში და პირადშიც,სოფო!!!!
17:16 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
თეა
ნანიკო,როგორ გულიანად გამაცინე,გაიხარეე :))))
17:08 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანიკო
მოდას ესეც ხომ უნდა აჰყოლოდა,აბა ისე ელიტაში არ მიიღებდნენ )))))))
16:19 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS