09 ოქტომბერი, 2013
გახდა თუ არა მესამე ადამიანი სოფო ბედიას ოჯახის დანგრევის მიზეზი
ბოლო დროს უფრო გართულდა ჩვენს ოჯახში სიტუაცია და ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც დამთავრდა თბილისში სწრაფად გავრცელდა ხმა, სოფო ბედია, ქმარს გაშორდაო. რასაკვირველია, ყველას გაგვიკვირდა. ჯერ კიდევ ზაფხულში წყვილი ერთად თავს ბედნიერად გრძნობდა და ჟურნალისტებს გვიყვებოდნენ, თუ როგორ უყვარდათ ერთმანეთი.

სოფო ბედიამ და მიშიკო შაყულაშვილმა 2005 წელს, ჯემალ სეფიაშვილის წყალობით გაიცნეს ერთმანეთი. სეფიაშვილმა ''ნუცას სკოლელები'' შეკრიბა.

მიუზიკლის დადგმას აპირებდა და დასახმარებლად ''ნუცას სკოლელებთან'' მუსიკოსი და მომღერალი მიშიკო შაყულაშვილი მიიწვია. სოფო და მიშიკო 2008 წელს დაოჯახდნენ და
ჰყავთ ერთი შვილი ნიკუშა.

ზაფხულის დასაწყისში ''ფეისბუქზე'' სოფო ბედიამ დაწერა, რომ უზომოდ ბედნიერი იყო, რადგან ბავშვს ელოდებოდა. სამწუხაროდ მისი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდა. სოფოს დავურეკე და მეუღლესთან დაშორებაზე რამდენიმე კითხვა დავუსვი.

სოფო:
- მეუღლეს მართლა დავშორდი, მაგრამ არ მინდა ამ თემაზე ბევრი საუბარი. თუ გაინტერესებთ, შემოქმედებით გეგმებზე ყველაფერს გიამბობთ.
- რთული პერიოდის მიუხედავად, მაინც აქტიურად აგრძელებთ მუშაობას ახალ სიმღერებზე?
- რა თქმა უნდა, სიმღერაზე უარის თქმას არ ვაპირებ.
- რა გახდა შენი და მიშიკოს დაშორების მიზეზი?
- არ მინდა, ამ თემაზე საუბარი.
- ვიცი, რომ ზაფხულში თავს ერთად ბედნიერად გრძნობდით. ''ფეისბუქზეც'' დაწერე, რომ ბავშვს ელოდებოდი და რომ ამაზე უფრო დიდი ბედნიერება ქალისთვის არ არსებობს.
- უკვე ოთხი თვეა, ფეხმძიმედ აღარ ვარ. მუცელი ერთი თვის რომ ვიყავი, მაშინ მომეშალა.
- როგორ ფიქრობ, შერიგება გამორიცხულია? მიშიკო არ ცდილობს შერიგებას?
- მისი მხრიდან არის შერიგების მცდელობა, მაგრამ მე ამის არანაირი სურვილი არ მაქვს.
- მესამე ხომ არ ჩადგა თქვენს შორის?
- არანაირი მესამე ადამიანის გამო ან დავშორებივართ. ჩვენს შორის ურთიერთობა დიდი ხნით ადრე დაიძაბა. უბრალოდ, ბოლო დროს უფრო გართულდა ჩვენს ოჯახში სიტუაცია და ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც დამთავრდა.

P.S. სოფო ფაქტია, რომ დაშორების შემდეგ თავს ცუდად ნამდვილად არ გრძნობს, რადგან სოციალურ ქსელში ახალი იმიჯით ფოტოებს აქვეყნებს და როგორც ჩანს არც მეგობრებთან ერთად გართობაზე ამბობს უარს. რაც შეეხება ფოტოს გიგი ვანდერთან ერთად მუსიკოსები გასულ კვირას ეკა ხოფერიას გადაცემას სტუმრობდნენ...

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 24 /
თამუნა
სოფო ნამმდვილად ზლიერი ადამიანი ხარ. შენ ნამვილად არ დაიკარგები იმან იკიტხოს თორე. გისურვებ წარმატებას ყველაფერში.
16:59 / 17-10-2013
გამოხმაურება / 0 /
იანა
სოფო ბედნიერებას გისურვებ,ყველა ქალი რო შენსავით მოიქცეს მამაკაცები გალატს ვეხარ გაბედავენ
23:31 / 16-10-2013
გამოხმაურება / 0 /
აუფ, ეს რა კვირის სკანდალი გამოაცხეთ! სკანდალიც ასეთი უნდა!:D
20:37 / 16-10-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფი
პირადი ცხოვრება ,ძალიან რთულია . განსაკუთრებით საქართველოში.ჩვენს კაცებს არც პასუხისმგელობა აქვთ და არც შიში იმისა რომ ოჯახი უმთავრესია. სოფო გენაცვალე, მოთმინებას ბედნიერებას, სულის სიმშვიდეს გისურვებ.წარმატებები.
13:10 / 14-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ნუ რადგან ბენიერებას უსურვებენ, მაშინ ''კარგი მომავალიიიიიიიიიიიიიიიი'' ეხლა ასეა მოდაშიიიიიიი
21:17 / 13-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკო
სოფო ბედნიერებას გისურვებ
17:12 / 12-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
თქვენ რა მეტი საქმე არ გაქვთ? სხვის ცხოვრებაში ნუ ერევით.ყველამ საკუთარ მეს მივხედოთ.
12:00 / 11-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ფუ არის საზიზღრობის გამომხატველი. თუ პირადია ხალხის მასას ნუ უყვება, ან თქვას მართალი, სხვა კაცი მეტად შემიყვარდა და ამიტომ გავშორდი ქმარს-ო.
11:26 / 11-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ანი
ეს ფუ რას ნიშნავს? თავისი პირადია და როგორც საჭიროდ ჩათვალა ისე მოიქცა. სოფო წარმატებები პირადშიც და კარიერაშიც
10:54 / 11-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლუზი
ოოოო, ეს ამბავი ნამდვილად არ მესიამოვნა.დარწმუნებული ვარ სოფო ფარ ხმალს არ დაყრის და კიდევ უფრო გაძლიერდება.წარმატებები ორივე და ძმას
21:07 / 10-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS