09 ოქტომბერი, 2013
''ცეკვავენ ვარსკვლავები'' დაიწყო და გოჩა ჩერტკოევს კონკურენტი გამოუჩნდა!..
ლიკა ლაბაძე და კახა კინწურაშვილი საკმაოდ კარგ წყვილს ქმნიან და უფრო დინამიკურსაც, ვიდრე ნანკა კალატოზიშვილი და დუტა სხირტლაძე, მაგრამ ეს უფრო დუტას ბრალია ცეკვავენ ვარსკვლავები'' წინა ხუთშაბათს გრანდიოზულად გაიხსნა. ჟიურიში ხუთი ადამიანია, მონაწილეთა შორის 13 ვარსკვლავი, რომელთა ვარსკვლავობაზე ''ფეისბუქის'' კომენტარებში სამართლიანი შენიშვნები გაისმოდა.

თუმცა ჩვენთან ინტერვიუში პროექტის დაწყებამდე ნოე სულაბერიძე, ანუ პროექტის გენერალური პროდიუსერი აცხადებდა, რომ წელს კრიტერიუმი ამა თუ იმ პროფესიაში ადამიანის წარმატება იყო და არა მთლად მისი ვარსკვლავობა.

ასე რომ, ამ კრიტერიუმებს მეტ-ნაკლებად ყველა
მონაწილე აკმაყოფილებს ერთის, ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილის გარდა, რომელიც, მოგეხსენებათ, უპრეცედენტო გამონაკლისის სახით დაუშვეს მეცამეტე მონაწილედ.

თქვენს ყურადღებას ჟიურის შემადგენლობაზე შევაჩერებთ, რომელიც, წინა სეზონთან შედარებით, უფრო მეტად საინტერესო და პროფესიულია. ამ შოუს ალბათ ვერც ერთი თქვენგანი ვერ უყურებს ისე გემრიელად, როგორც ეს გოჩა ჩერტკოევის ჟიურიში ყოფნისას ხდება.

ჩერტკოევის გარეშე ქართული ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' წარმოუდგენელია. მართალია, მას ქართული კიდევ უფრო დაჰვიწყებია და პირველი გადაცემის მსვლელობისას ინგლისურის უცოდინარი დუტა ეკირკიტებოდა, გვითხარი, რას ნიშნავს cute little couple-ო, ანუ საყვარელი პატარა წყვილი, მაგრამ გოჩას ინგლისურ-ქართული ლაპარაკით მაყურებელს უფრო

მეტი პროფესიული და სამართლიანი შენიშვნის მოსმენა შეუძლია ხოლმე, ვიდრე ჟიურის სხვა წევრების, ერთად აღებულის. წელს ეს გარემოება შეიცვალა, რადგან ცნობილი ბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძე გახდა ჟიურის წევრი, რომელიც, მართალია, სამეჯლისო ცეკვების შემსრულებელი არ გახლავთ, თუმცა ცეკვის შეფასება არ ესწავლება და სიმკაცრის კუთხით წლევანდელ ''ცეკვებზე'' გოჩა ჩერტკოევს უდავოდ გამოუჩნდა კონკურენტი.

მთელი საღამოს განმავლობაში გოჩა და ნიკოლოზი ერთმანეთს თითქოს იმაში ეპაექრებოდნენ, ვინ უფრო ნაკლებ ქულას დაწერდა და სამიანებსა და ოთხიანებს აფრიალებდნენ.

სოფო შევარდნაძე იმდენად დახვეწილი ქალბატონია და დიპლომატიც, რომ მის შენიშვნებს ძირითადად მხოლოდ საქებარ სიტყვებს შორის ამოიკითხავდით, ნინო სურგულაძე ჟიურიში მოკრძალებულად გამოიყურებოდა. ჟიურის ერთადერთი წევრი, რომლის იქ ყოფნას ვერაფრით გავამართლებთ, ოთარ ტატიშვილია.

დიდი იუმორით არ ბრწყინავს, რომ განსაკუთრებულად გაგვაღიმოს და ვერც ცეკვაში გამოირჩევა დიდი ტალანტით. ეტყობა, ეს გადაწყვეტილება იმით იყო განპირობებული, რომ ოთარი ''იმედის'' სახეა.

რაც შეეხება მონაწილეებს, ჟიურიმ შეფასებისას აშკარად გადააჭარბა, როდესაც სოფო ნიჟარაძეს უმაღლესი შეფასება დაუწერა, რადგან სოფოს ვალსი სულაც არ იყო განსაკუთრებულად შთამბეჭდავი, თუმცა ნიკოლოზ ცისკარიძემ თქვა, რომ ნაცნობობას პატივს სცემს და სოფო ძალიან უყვარს.

მისგან სიმკაცრის იმ ხაზის გაგრძელებას ველოდებით, როგორიც სხვა მონაწილეებისადმი გამოიჩინა. მაყურებლის თვალით დანახული ცეკვებიდან ალბათ დაგვეთანხმებით, რომ საუკეთესოდ პირველი ტურის კვალობაზე გამოიყურებოდნენ მომღერლები ნინი ცნობილაძე და იულია ქავთარაძე, მსახიობი გიორგი ყიფშიძე, ტელეწამყვანი თაკო ჩორგოლაშვილი და ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი.

გადაცემის კურიოზად შეიძლება მივიჩნიოთ ნინა წკრიალაშვილის მკერდის შესაშური დემონსტრირება, რომლის დროსაც, როგორც ჩანს, მომღერალი მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და ცეკვის დასრულების შემდეგ მკერდი იმდენ ხანს და ისე ისწორა, რომ ყველას ყურადღება მიიქცია.

რაც შეეხება წამყვანებს, ლიკა ლაბაძე და კახა კინწურაშვილი საკმაოდ კარგ წყვილს ქმნიან და უფრო დინამიკურსაც, ვიდრე ნანკა კალატოზიშვილი და დუტა სხირტლაძე, მაგრამ ეს უფრო დუტას ბრალია - პირველ გადაცემაზე საკმაოდ ჩამქრალი გვეჩვენა. იმედია, შემდეგ გადაცემებზე უფრო აქტიური იქნება.

რაც შეეხება გამოხმაურებებს, ''ფეისბუქზე'' ძირითადად გადაცემის სამენოვნებას უსვამდნენ ხაზს. როგორც ''ფეისბუქის'' ერთ-ერთი მომხმარებელი წერდა, ''მინიმუმ სამი ენა უნდა იცოდე, რომ გაიგო, რა ხდება ''ცეკვავენ ვარსკვლავებში''.

ვისი ერთადერთი ფუნქციაც ლაპარაკია (ანუ ჟიური), იმან ქართული არ იცის, ვინც შეფასებაზე კომენტარი უნდა გააკეთოს, იმანაც არ იცის ქართული და ვინც მონაწილეს რაღაც უნდა ჰკითხოს, ის რუსულს ვერ სხლავს. მოკლედ, ვისი ენა ვის ქვიქსტეპშია, ვერ გაიგებ...'' ასეთ სახალისო ბევრ კომენტარს ნახავდით ინტერნეტსივრცეში, რაც ალბათ იმის ერთ-ერთი წინაპირობაა, რომ შოუ ძალიან რეიტინგული იქნება.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
ქეთი
დუტა ვეღარ ქაჩავს,შჰოუს წაყვანა უზრდელობაში და უაზრო ღლაბუცში გადასდის.
13:12 / 16-10-2013
გამოხმაურება / 0 /
გოჩა
ეგ ჯურნალისტი მთვრალი იყო ამ სტატიას რო წერდა თუ მართლა ბოღმით სავსეა, სოფო ძალიან ლამაზი გოგოა და კარგადაც იცეკვა, ისე თქვენნაირი ბოღმიანები აძლიერებს სოფოსნაირებს ქ.ნ სალომე რომ იყოს ისეთი კარგი როგორიც არის :)
00:23 / 16-10-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფკა
ნიჟარაძე ყველას ჯობია მართლაც>იულია კარგად ცეკვავს მაგრამ მართლას ტრანსექსუალს გავს :)))
13:52 / 13-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანიკო
ძაან დებილობაა ეს სეზონი,ცნობილაძე და მისი მეწყვილე განუვითარებლების შთაბეჭდილებას ტოვებენ,რას გვანან ))იულია ქავთარაძე რატო გააღმერთეს ვერ ვხვდები,ტრანსექსუალის როჟა აქვს.ცირკის არენაა რა მართლა)))))))))))))))))
00:25 / 13-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკო
სოფო ულამაზესია და ძალიან მაგრად ცეკვავს,ნუ იკბინები ვაი ჟურნალისტო
19:06 / 12-10-2013
გამოხმაურება / 0 /
პონტო
მე უნდა შევაქო სტატიის ავტორი _ საინტერესოდ წერს ყოველთვის და ეხლაც მშვენივრად აქვს აღწერილი სიტუაცია. ასე გაარძელე სალომე, ჩემთვის ხარისხის ნიშანია უკვე "სალომე დადიანი"
10:44 / 11-10-2013
გამოხმაურება / 0 /
"ჟურნალისტო"
აბა შენ ახლა ჟურნალისტი გქვია? ასეთი არაპროფესიონალები როგორ იწყებენ ნეტა სამსახურებს,შენ კომენტარს გაგაკეთებინებდი ამა თუ იმ სტატიაზე,სულ ეგა ხარ.ამ სოფოზე ხომ ჩაციკლულია მთრლი რეიტინგი,აგარ იციან როგორ უკბინონ,დუტაზე ხომ მაგრად დაასკვენი რომ მისი ბრალია,ჩემი აზრითნანაკას ბრალია,სიტკვას ვერ ჩაააკვეხებს ადამიანი და არც აცლის დუტას ლაპარაკს,პრინციპში აგარ გავაგრძელებ...თავიდან ბოლომდე სტატია არის ნული ჟურნალისტების დედოფალო დადიანო,ბოღმიანი,შურიანი,მიკერძოებული...
23:51 / 10-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ტამარა
ეს ენის უცოდინარობა კი არ არის ეს ქარტული მარიაჟობაა და დიდი უკულტურობა ქ-ნო სალომე რაც ქარტველებს გვჩვევია.დღეს ვერც ჩერტკოევი და ვერც ბევრი სხვა ვერავის გააკვირვებს ინგლისურის ცოდნიტ უკვე 21 საუკუნეა,აი ქცევიტ და კულტურიტ კი ნამდვილად სასიამოვნოდ გაგვაკვირვებს,აბა წკრიალაშვილს რა უნდა მოვტხოვოტ?რაც ეხერხება მაგ ქალს იმას აკეტებს.იმედია შოუ ტანდატან დაიხვეწება მოცეკვავეებიტ და უპრო კარგი საყურებელი გახდება,ეს მაინც დასაწყისია.
18:03 / 10-10-2013
გამოხმაურება / 0 /
კოსტა
ჩემო ვართუშიკაკუნებიბუკუ ცნობილაძე კი არა სოფოა ფინალში...და გამარჯვებულიც ეგ იქნება...........
17:51 / 10-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ვართუშიკაკუნებიბუკუ
ცნობილაძე იმენნა პროფესიონალია ჩემი დედას ვფიცავარ..ეგ თუ არ გავიდა მინიმუმ ფინალში თავს არ ვიცოცხლებ იმენნა....აბა მუჭოოოო...
17:50 / 10-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS