14 ოქტომბერი, 2016
რა ჭორი გაიგო მაკა ზამბახიძემ საკუთარ თავზე - „რომ შემეძლოს წარსულში დაბრუნება“...
სახელი გვარი - მაკა ზამბახიძე

ჰოროსკოპი - თევზები

რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში, დავიბადებოდი - არსად.

რომ შემეძლოს წარსულში დაბრუნება და საკუთარ თავთან საუბარი - განვიხილავდი ყველა ჩემს ნამოქმედარს.

ვნანობ, რომ - ბავშვობაში ვერ მოვახერხე ყველა მუსიკალური ინსტრუმენტის სწავლა.

მაღიზიანებს - ცინიკოსები.

მიყვარს, როცა - მიყვარს...

განტვირთვისთვის ყოველთვის - ვუსმენ საყვარელ მუსიკას.

როცა საკუთარ თავთან მარტო ვარ - ვფიქრობ, ვის ვაწყენიე და როგორ გამოვასწორო.

სხვები თვლიან, რომ ვარ - სულ მხიარული და პოზიტიური ადამიანი, მეც ვეთანხმები
სხვებს ამაში, მართლაც ასეთი ვარ.

ჭორი, რომელიც საკუთარ თავზე ბოლოს გავიგე - ცხვირის ოპერაცია მაქვს თურმე გაკეთებული.

ბავშვობაში მეგონა, რომ - ცურვას ვერ ვისწავლიდი.

არ შემიძლია ვაპატიო - ბევრი რამ, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ გულწრფელად მოინანიებს, ყველაფრის პატიებას შევძლებ.

ადამიანი რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს - მამაჩემი, ის ბავშვობიდან დღემდე ჩემი სუსტი წერტილია.

საყვარელი პერსონაჟი - ძირითადად მულტფილმის გმირები არიან.

მარიამ კაკაურიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS