14 ოქტომბერი, 2016
ვერა ქობალიას დის ზღაპრული ქორწილი იტალიაში - ნინა ქობალია ცნობილ ჟურნალისტს გაჰყვა ცოლად
საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია უკვე რამდენიმე თვეა ინდონეზიაში ცხოვრობს და მუშაობს. ყოფილი მინისტრი ინდონეზიის ხელისუფლების მრჩეველია ეკონომიკური რეფორმების საკითხებში.

ცოტა ხნის წინ ქობალიების ოჯახმა ვერას უმცროსი დის, ნინა ქობალიას ქორწილი აღნიშნა.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

29 წლის ნინა ქობალია იტალიელ ჟურნალისტს უმბერტო ბაჩის გაყვა ცოლად. უმბერტო Reuters-ში მუშაობს და უცხოეთის ამბების საკმაოდ ცნობილი რეპორტიორია. რაც შეეხება ნინას, ის წლების მანძილზე ლონდონში მოღვაწეობდა, ასევე ჟურნალისტი და მოდის ბლოგერი გახლავთ. უმცროს ქობალიას აქვს ფეშენ-ბლოგი, სახელწოდებით NONCHALANT.

ნინამ
და უმბერტომ დაახლოებით სამი თვის წინ იქორწინეს იტალიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ პიაცენზაში. ჯვრისწერისა და ხელმოწერის ცერემონია კათოლიკური წესების სრული დაცვით ჩატარდა ადგილობრივ ეკლესიაში, შემდეგ კი წყვილმა და სტუმრებმა, ძველებურ იტალიურ ვილაში გადაინაცვლეს.

როგორც ნინა თავის ბლოგში წერს, ქორწინების ცერემონია მთლიანად თავად დაგეგმა და ინსპირაცია შექსპირის "ზაფხულის ღამის სიმზრისგან" მიიღო. ნინა ქობალიას ესპანური ბრენდის, YolanCris-ის ულამაზესი საქორწინო კაბა ეცვა. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
ეკა
გიორგი, შური და ბოროტება ღუპავს ადამიანს , ასეთი მძიმე ავადმყოფობა არ არსებობს სამყაროში. სანამ არ მოგახრჩობს გთხოვ იბრძოლე დააღწიო თავი
21:44 / 30-01-2017
გამოხმაურება / 0 /
გიორგი/
მიშასთან რა განათლებით იყო დაკავებული რა საძინებლებში, მთელმა საქართველომ იცის და ეგ არის ფაქტი. პურს თუ აცხობდა სხვაგან, ე.ი. დიდი მილიონერი არ იყო. განათლებას არ ვუჩივი, მიშაზე აღმატებული განათლება მაქვს, ქობალიაზეც. ვისაც მიშა განათლბული გონია ის არის გაუნათლებელი. მიშა არის ფსიქიურად გაუწონასწორებელი, ავადმყოფი ადამიანი.აგერ უკრაინიდანაც გამოაპანღურეს თქვენი რეგვენი გენიოსი.
17:13 / 22-11-2016
გამოხმაურება / 0 /
ზაკო
გაიხარონ
13:48 / 01-11-2016
გამოხმაურება / 0 /
ლალირ
შურიანო ვი შურიანო,მართლა კრეტინო და გაუნათლებელო გიორგი ფეხი არ მიგიწვდება არც მიშას და არც ვერა ქობალიას განათლებასთან. რ
18:57 / 31-10-2016
გამოხმაურება / 0 /
გიორგი-ს
მიშა რა შუაშია, რა ყველგან მიშა გელანდებათ, რატომ ხართ ასეთი კომპლექსიანები. ვერა ქობალია აქედან რომ წავიდა, ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. ყაზახეთის ეკონომიკა ჩვენსას მილიონჯერ აღემატება. იმ "პურისმცხობელს" ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული. მისი მინისტრობისას რომ ეკონომიკა იზრდებოდა, დღეს ხადურს და ქუმსიაშვილს არც მოელანდებათ.
20:06 / 30-10-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS