08 ოქტომბერი, 2013
''ნიჭიერის'' კასტინგზე ჩრდილები მივიდნენ
ოთხი განსხვავებული პროფესიის ადამიანის ტანდემი ცალკე საყურებულია. დარწმუნებული ვარ მაყურებლები ახალი ჟიურით კმაყოფილები დარჩებიან ორშაბათს, 14 ოქტომბერს ''ნიჭიერის'' მეოთხე სეზონი გავა ეთერში და ამ პერიოდის მანძილზე ჩვენი საიტის მკითხველებს შოუს რამდენიმე მონაწილე გაგაცანით.

პროექტი სატელევიზიო ბაზარზე პირველობას არ თმობს და ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ კონკურსანტები უკვე მიზანმიმართულად ემზადებიან ''ნიჭიერისთვის'' და სპეციალურად შოუსთვის განსხვავებულ და ორიგინალურ ნომერებს აკეთებენ.

იციან, რომ კონკურენცია გაიზარდა და რამე განსხვავებული თუ არ შექმენი ჟიურის გაკვირვება და ამ სეზონზე მინიმუმ სამი
''კი'' -ს მოპოვება ცოტა რთულია.

გეგა ფალავანდიშვილი შოუს ყველა სეზონში ჟიურიში ზის და იმდენი ორიგინალური ნომერი აქვს სცენაზე ნანახი, რომ კონკურსანტები მისი გულის მოსაგებად განსაკუთრებულად იბრძვიან.

გეგას სიმკაცრით ჟიურის სხვა წევრებიც არ ჩამორჩებიან, თუმცა ამას უკვე ტელევიზიით ნახავთ. ოთხი განსხვავებული პროფესიის ადამიანის ტანდემი ცალკე საყურებულია. დარწმუნებული ვარ მაყურებელი ახალი ჟიურით კმაყოფილები დარჩება.

ამჯერად ''ნიჭიერის'' კონკურსანტებიდან ნინო ქუთათელაძეს გაგაცნობთ. ნინო პირველი სეზონის ნახევარფინალისტი, სოლო მოცეკვავე იყო. წელს კი სპეციალურად ''ნიჭიერი'' -სთვის ახალი გუნდი შეკრიბა და ფილარმონიის სცენაზე საოცარი წარმოდგენა გამართა.

Rating

თავად ამჯერად ქორეოგრაფის ამპლუაში მოგვევლინა და დარბაზის და ჟიურის გაოცება ახალი და განსხვავებული ნომერით შეძლო.

ჯგუფს ''დანს არტი'' ჰქვია და სცენაზე ახალი ჟანრი ''ჩრდილების თეატრი'' გამოიტანა. დარბაზი, ჟიური და წამყვანები ერთხმად აღიარებდნენ, რომ ასეთი ნომერი ჯერ ქართულ ''ნიჭიერში'' არ უნახავთ.

ეს იყო არა მხოლოდ ქორეოგრაფია არამედ რამდენიმეწუთიანი ფილმი ჩრდილების შესრულებით. ამ ნომერს ორშაბათს, პირველ სერიაში იხილავთ და დარწმუნებული ვარ, ეკრანთან მჯდომი მაყურებელიც ისევე მოიხიბლება როგორც ჟიური და ჩვენ.

ფოტოგრაფი: ნიკოლოზ ცანავა 

ნინო გიგიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
თიკო
ჟიურში კომპეტენტური და პროფესიონალი გეგაა , რომელიც ბრწინვალედ აფასებს ნიჭს და ხატიაც ძალიან კარგი და სამარტლიანია. აი იაზე და ნიკაზე რა მოგახსენოთ, მართლა გასატანი არიან მაქედან საკუთარ ამბიციებს აყოლილი ნიჭი რა არის საერთოდ არ ესმითთთთ..გაიტანეთ
22:53 / 08-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
არც ნიჭიერია ცუდი მაგრამ ცეკვავეენ ვარსკვლავები უფრო მაგარი საყურებელია
21:01 / 08-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ჯიჯი
რუსთავს არ ვუყურებ...მხოლოდ იმედი მაგარი არხია
21:00 / 08-10-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი ბითაძე
ძალიან კარგია ახალი ნომრები თუ იქნება. ახალიი ნომრები ნიჭიერის რეიტინგზეც აისახება და ჩემი აზრით ყოველი წელი უკეთესი იქნეება :)
20:09 / 08-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS