13 ოქტომბერი, 2016
გადაცემა ''ექიმების'' სპეციალური განცხადება - მათ სახელს რეკლამისთვის იყენებენ, შესაძლოა, თქვენს ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე შეექმნას
გადაცემა ''ექიმები'' საკუთარ ფეისბუქგვერდზე სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს.

''მაყურებლებო და გულშემატკივრებო, ყურადღება

გაურკვეველი კომპანია, რომელიც ყიდის პროდუქტს - ""Varikosette"(ვენების პრობლემებისთვის) სარგებლობს ჩვენი არხით, გადაცემით, ტელეკომპანიის ლოგოთი, წამყვანების რეპუტაციით და თქვენი ნდობით ჩვენდამი.

გაფრთხილებთ, რომ ჩვენ არანაირ რეკომენდაციას არ ვუწევთ ამ პროდუქტს და გთხოვთ გააზიაროთ ეს ინფორმაცია და გააფრთხილოთ ყველა, რათა არ გახდეთ თაღლითობის მსხვერპლი!

''რუსთავი 2''-ის სამართლებრივი გუნდი მუშაობს აღნიშნული კომპანიის წინააღმდეგ შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გასატარებლად''.

სალომე ლილუაშვილი ''რუსთავი2''-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი წერს:

ყურადღება!

როგორც "ექიმების"
გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, გაურკვეველი კომპანია სარგებლობს "რუსთავი2"-ის ლოგოთი, გადაცემა "ექიმების" პრესტიჟით და მაყურებლის ნდობით. თითქოს, ჩვენს გადაცემაში მოწვეული იყო ექიმი მარინა აფციაური. ეს ექიმი რეალურად არსებობს, მაგრამ მოცემულ ბმულში დართულია სხვა ქალბატონის ფოტო. დიალოგი კი, რომელიც თითქოს ჩვენი გადაცემის წამყვანს - ნინო ჩოგოვაძესა და ქალბატონ მარინას შორის შედგა, არის მოგონილი. მსგავსი რამ ჩვენი გადაცემის ისტორიაში არ ყოფილა. მითუმეტეს, აღნიშნული პრეპარატის შესახებ რეკომენდაციები ჩვენს ექიმებს არ გაუწევიათ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფისა და წამყვანი ექიმებისთვის მნიშვნელოვანია მაყურებლის ინტერესები, გადავწყვიტეთ, საქმის კურსში ჩაგაყენოთ - არ გაებათ მაქინაციაში!

კონკრეტული პრეპარატის ვარგისიანობაზე ჩვენ პასუხს არ ვაგებთ. რასაკვირველია, ეს არის დანაშაული და რუსთავი2-ის იურისტები მუშაობენ ამ საქმეზე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნანა
შევცდი უკვე და კიდევ კარგი 1 ცალი ვიყიდე, დღეში 2 ჯერ მითხრეს წასმა და მართლაც ასე რომ წამესვა 3 დღე არც მეყოფოდა, დღეში 1 ხელ ვისმევდი ფეხებზე და 5- 6 წასმაზე გათავდა და უკეტესობა არც მიგრძვნია
17:27 / 14-10-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS