12 ოქტომბერი, 2016
როგორ შეიცვალა თამო ვაშალომიძის ცხოვრება დედასთან შერიგების შემდეგ - "ყველა ოჯახის ურთიერთობა და კონფლიქტი ინდივიდუალურია"
თამო ვაშალომიძემ, რომ დედასთან ურთიერთობა აღადგინა, ამის შესახებ ინტერნეტში ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა. მან თავის ფეისბუქ გვერდზეც დადო ფოტოები დედასთან ერთად, რამაც საზოგადოების ინტერესი გამოიწვია.

- გამარჯობა თამო, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია , რომ დედას შეურიგდი, გილოცავთ პირველ რიგში. რა კომენტარს გააკეთებ ამ თემაზე?
-გამარჯობა. დიახ, დაახლოებით ერთი თვეა რაც მე და დედამ ურთიერთობა აღვადგინეთ, ორივე თავს ფანტასტიურად ვგრძნობთ.

-შეიცვალა თქვენი ყოველდღიურობა ამ ერთი თვის განმავლობაში?
-რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ვზრუნავთ ერთმანეთზე. დილით რომ ვიღვიძებ ვიცი დამხვდება
მისი "როგორ ხარ", თუ მე დავასწარი გაღვიძება მე ვეკითხები პირველი და ასე. ერთად არ ვცხოვრობთ , მაგრამ ხშირად ვხვდებით.

-მამასთან ურთიერთობაშიც ხომ არ არის ცვლილებები?
-მამასთან და და-ძმასთანაც სტაბილურად კარგი ურთიერთობა მაქვს.

-ძალიან კარგი. რას ეტყოდი ყველა იმ ადამიანს , ვისაც ახლა აქვს პრობლემა მშობლებთან, რა რჩევას მისცემდი?
-არ ვიცი, ზოგადად ყველა ოჯახის ურთიერთობა და კონფლიქტი ინდივიდუალურია, თუმცა თუ მოგვარებადია და შეიძლება აღდგეს ურთიერთობა ძალიან კარგია, სამწუხაროდ ხშირად ეს არ ხერხდება.

-მადლობა თამო, წარმატებები.
-მადლობა თქვენ.

ნინი კვერნაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
manana
კარგია,გამიხარდა,დედაშვილობა არ უნდა დაიკარგოს.დედაშვილობას გაუმარჯოს.
23:22 / 13-10-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS