11 ოქტომბერი, 2016
ვინ არის თათია დოლიძე, რომლის გაეროში გამოსვლამ ყველა აღაფრთოვანა? - მოდელობიდან დიპლომატობამდე
თათია დოლიძეზე, რომელიც გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელია, ამ დღეებში ბევრი საუბრობს. მისმა გამოსვლამ გაეროში დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყველაზე.

24 წლის თათია 2016-დან 2017 წლამდე წარმოადგენს საქართველოს ახალგაზრდობას გაეროში და გააცნობს მათ ქართველი ახალგაზრდობის პრობლემებს. თათია ამჟამად ჩეხეთში, მასარიკის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე სწავლობს. პარალელურად, მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ლექციებს კითხულობს. არის რამდენიმე ანალიტიკური სტატიის ავტორი. 2013 წელს მიღებული აქვს მაასტრიხტის უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის, ევროპული და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრის ხარისხი. სხვადასხვა დროს სწავლობდა თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტში, ვილნიუსის და სიენას უნივერსიტეტებში. ფლობს ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, იტალიურ და ესპანურ ენებს. 
იხილეთ სრულად + ფოტოგალერეა
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS